ხუთშაბათი, 20 აგვისტო, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

საჩხერეში მოვაჭრეებმა პრევენციისათვის შიმშილობა გამოაცხადეს

11 მარტი, 2013 • ქრისტინა ქარჩხაძე • 40

საჩხერეში მოვაჭრეებმა პრევენციისათვის შიმშილობა გამოაცხადეს

საჩხერეში აგრარული ბაზრის მოვაჭრეები შიმშილობენ. ბაზარში დასაქმებულმა რვა პირმა საჩხერის მუნიციპალიტეტის შენობის მახლობლად კარავი გაშალა და შიმშილობა დაიწყო.

საჩხერეში აგრარული ბაზრის მოვაჭრეები შიმშილობენ. ბაზარში დასაქმებულმა რვა პირმა საჩხერის მუნიციპალიტეტის შენობის მახლობლად კარავი გაშალა და შიმშილობა დაიწყო.

მოვაჭრეების თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილება იმიტომ მიიღეს, რომ შესაძლოა, ბაზარში მათთვის დაწესებული გადასახადები გაიზარდოს. როგორც მოშიმშილეები განმარტავენ, აგრარული ბაზარი გასული წლის სამ ოქტომბერს შპს „ექსკლუზივზე“ გასხვისდა. ისინი ვარაუდობენ, რომ ბაზრის მეპატრონის შეცვლა მათთვის გადასახადების გაზრდას გამოიწვევს.

შპს–ს წარმომადგენელი კობა მოდებაძე კი აცხადებს, რომ მოვაჭრეების შიშები უსაფუძვლოა.

თუმცა მოვაჭრეები დაშლას არ აპირებენ და მათი პროგნოზის გამართლების შემთხვევაში თავზე საწვავის გადასხმით იმუქრებიან.

თეგები: აქციამოვაჭრეების პროტესტისაჩხერე