ხუთშაბათი, 20 აგვისტო, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ბიუროს სხდომაზე დეპუტატების დასწრებისთვის შესაძლოა რეგულაცია გამკაცრდეს

11 მარტი, 2013 • ქრისტინა ქარჩხაძე • 15

ბიუროს სხდომაზე დეპუტატების დასწრებისთვის შესაძლოა რეგულაცია გამკაცრდეს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ზვიად ძიძიგური ბიუროს სხდომაზე დეპუტატების დასწრებას აუცილებლად თვლის. ამის შესახებ ძიძიგურმა განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც ბიუროს დღევანდელ სხდომაზე დეპუტატები კვორუმის არარსებობის საფრთხის წინაშე აღმოჩნდნენ.

როგორც ძიძიგური ამბობს, ბიუროზე დასწრების მექანიზმების შესახებ სპიკერატი სერიოზულად იმსჯელებს.

„ჩვენ ხალხი ამაში ფულს გვიხდის და ეს არის აუცილებელზე აუცილებელი, რომ გარკვეული რეგულაცია შევიდეს საქართველოს პარლამენტში. დღეს კვორუმი იყო. დიდი მადლობა ყველას, ვინც მოვიდა და მონაწილეობა მიიღო მუშაობაში, მაგრამ არ შეიძლება ბიუროზე, თუნდაც ქუთაისში ვიყოთ და არასასეიო კვირაში, კვორუმის შეგროვება-არ შეგროვების საკითხი იყოს,“ – ამბობს ძიძიგური.

თეგები: ბიუროს სხდომაგაცდენები პარლამენტშიპარლამენტი