ხუთშაბათი, 20 აგვისტო, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ქუთაისის მერიამ მატერიალური დახმარების გაცემის წესი შეცვალა

12 მარტი, 2013 • თეკლა მორგოშია • 16

ქუთაისის მერიამ მატერიალური დახმარების გაცემის წესი შეცვალა

ქუ­თა­ის­ში მცხოვ­რებლები მე­რი­ის­გან ერთჯერად, მა­ტე­რი­ა­ლურ დახმა­რებას განსხვა­ვებული წე­სით მი­ი­ღებენ. ცვლი­ლება საბიუჯეტო „მა­ტე­რი­ა­ლუ­რი დახმა­რების” პროგ­რა­მა­ში მიმ­დი­ნა­რე წელს შე­ვი­და.

ქუთაისში მცხოვრებლები მერიისგან ერთჯერად, მატერიალურ დახმარებას განსხვავებული წესით მიიღებენ. ცვლილება საბიუჯეტო „მატერიალური დახმარების” პროგრამაში მიმდინარე წელს შევიდა, რომლის თანახმად, ბენეფიციარზე, ერთჯერადი ფულადი დახმარება ფიქსირებულად – 200 ლარის ოდენობით გაიცემა.

მერიიდან მიღებული ოფიციალური ინფორმაციით, 200 ლარიანი ერთჯერადი ფულადი დახმარება (მიმდინარე წელის იანვრიდან 1 თებერვლის მდგომარეობით) უკვე მიიღო 9 450 ადამიანმა, რისთვისაც 18 900 ლარი იქნა ათვისებული.

„მატერიალური დახმარების” პროგრამის ბიუჯეტი მიმდინარე წელს სულ 215 400 ლარს შეადგენს, რაც 65 400 ლარით მეტია გასული წლის ბიუჯეტთან შედარებით.

შეგახსენებთ, რომ მატერიალური დახმარების გაცემის წესში ცვლილებების შეტანამდე, პროგრამის ფარგლებში ფულადი შემწეობის მინიმალური და მაქსიმალური ზღვარი, 50 ლარიდან 300 ლარამდე განისაზღვრებოდა.

თეგები: ბიუჯეტიმატერიალური დახმარებასოციალური თემა