ხუთშაბათი, 20 აგვისტო, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

სააკაშვილი: “მთავრობა ყველაზე თანამედროვე უნივერსიტეტის დახურვას ცდილობს”

12 მარტი, 2013 • ნიუპრესი • 14

სააკაშვილი: “მთავრობა ყველაზე თანამედროვე უნივერსიტეტის დახურვას ცდილობს”

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი აგრარულ უნივერსიტეტში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით განცხადებას აქვეყნებს სოციალური ქსელ facebook–ის ოფიციალურ გვერდზე.

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი აგრარულ უნივერსიტეტში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით განცხადებას აქვეყნებს სოციალური ქსელ facebook–ის ოფიციალურ გვერდზე. “მთავრობა საქართველოს ყველაზე თანამედროვე და პროგრესული უნივერსიტეტის დახურვას ცდილობს. ამით დარტყმას აყენებს საქართველოს მომავალს.
სრულიად ნათელია, რომ ეს გადაწყვეტილება დაუსაბუთებელი და უსამართლოა ყველასთვის, ვისაც ობიექტურობის ნატამალი მაინც შერჩენია.

მოვუწოდებ მთავრობას, გადახედოს პოლიტიკურად მოტივირებულ გადაწყვეტილებას, რომელმაც შესაძლოა კატასტროფულ შედეგებამდე მიგვიყვანოს,” – აცხადებს სააკაშვილი.

თეგები: აგრარული უნივერსიტეტიგანათლებასაზოგადოება