ხუთშაბათი, 20 აგვისტო, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

გამოძიება ქუთაისის საკრებულოს წევრითაც დაინტერესდა

14 მარტი, 2013 • თეკლა მორგოშია • 18

გამოძიება ქუთაისის საკრებულოს წევრითაც დაინტერესდა

ქუთაისის საკრებულოს უმრავლესობის დეპუტატი, მერაბ ბარათაშვილი სოფელ სიმონეთის პოლიციაში დაკითხვაზე დაიბარეს.
ბარათაშვილის თქმით, მას პოლიციიდან დაურეკეს და უთხრეს, რომ რაღაც საქმესთან დაკავშირებით იბარებდნენ.

სამართალდამცავი სტრუქტურა ქუთაისის საკრებულოს უმრავლესობის წევით, მერაბ ბარათაშვილით დაინტერესდა. ბარათაშვილი სოფელ სიმონეთის პოლიციაში დაკითხვაზე დაიბარეს.

„ტელეფონზე დამირეკეს და მითხრეს, რომ სიმონეთის პოლიციაში გამოვცხადდე. არ ვიცი რასთან დაკავშირებით მიბარებენ. გამოვცხადდები და გავიგებ “, – აცხადებს ბარათაშვილი.

მერაბ ბარათაშვილს სომონეთის პოლიციაში, დღეს 13:00 საათზე ელოდებიან.

ქუთაისის ვიცე–მერი,ს ამირან ძოწენიძის განმარტებით, სავარაუდოდ, პოლიციას ბარათაშვილთან შეკითხვები საგზაო საკითხებთან დაკავშირებით აქვს.

აღსანიშნავია, რომ მერაბ ბარათაშვილი, საკრებულოს დეპუტატობის გარდა, საგზაო დეპარტამენტის თანამშრომელი იყო, რომელიც იმერეთში ავტობანის მშენებლობის საკითხებში გახლდათ ჩართული.

თეგები: ბერაბ ბარათაშვილიდაკითხვასამართალი