ქუთაისის საკრებულოს უმრავლესობის დეპუტატის, მერაბ ბარათაშვილის დაკითხვა სოფელ სიმონეთის პოლიციაში დასრულდა. დეპუტატის თქმით, სამართალდამცავებმა ის მოწმის სახით დაკითხეს, იმერეთში ავტობანის მშენებლობის საკითხთან დაკავშირებით. “საავტომობილო გზების დეპარტამენტში ვმუშაობდი, აინტერესებდათ, ავტობანის მშენებლობისთვის როგორ და რა პრინციპით მიმდინარეობდა მიწის გამოსყიდვა მოსახლეობისგან,”- ამბობს მერაბ ბარათაშვილი. შეგახსენებთ, რომ დღესვე დაკითხვაზე დაიბარეს იმერეთის ყოფილი ვიცე-გუბერატორი გიგა შუშანია. მისი დაკითხვა დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურაში ამ წუთებშიც მიმდინარეობს.
საკრებულოს დეპუტატი ავტობანის მშენებლობის საკითხებზე დაიკითხა
14 მარტი, 2013 • ქრისტინა ქარჩხაძე • 20
ქუთაისის საკრებულოს უმრავლესობის დეპუტატის, მერაბ ბარათაშვილის დაკითხვა სოფელ სიმონეთის პოლიციაში დასრულდა. სამართალდამცავებმა ის მოწმის სახით დაკითხეს, იმერეთში ავტობანის მშენებლობის საკითხთან დაკავშირებით.
თეგები: დაკითხვა • მერაბ ბარათაშვილი • პროკურატურა
ასევე წაიკითხეთ
სარეკლამო ბანერი • 300×250
სხვა ამბები