ხუთშაბათი, 20 აგვისტო, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

მიხეილ სააკაშვილი ქუთაისში უმცირესობას ხვდება?!

19 მარტი, 2013 • ქრისტინა ქარჩხაძე • 17

მიხეილ სააკაშვილი ქუთაისში უმცირესობას ხვდება?!

საპარლამენტო უმრავლესობის წევრთა განცხადებით, მიხეილ სააკაშვილი ქუთაისში იმყოფება, სადაც უმცირესობის წარმომადგენლებს საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტთან დაკავშირებით ხვდება.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრთა განცხადებით, მიხეილ სააკაშვილი ქუთაისში იმყოფება, სადაც უმცირესობის წარმომადგენლებს საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტთან დაკავშირებით ხვდება.

„გვაქვს ინფორმაცია, რომ მიხეილ სააკაშვილი ქუთაისშია და ის უმცირესობის წევრებზე საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით ზეწოლას ახდენს,“ – ამბობს ზაქარია ქუცნაშვილი.

newpress.ge აღნიშნული ინფორმაციის გადამოწმებას შეეცადა. საპარლამენტო უმცირესობის წევრები პარლამენტში არ იმყოფებიან, სატელეფონო საუბრისას კი აცხადებენ, რომ შეხვედრაზე იმყოფებიან და არ სცალიათ.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე კვირაში დეპუტატებს საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი კენჭისყრაზე გააქვთ. საკითხის მისაღებად უმრავლესობას უმცირესობის ხმები სჭირდება.

თეგები: მიხეილ სააკაშვილიპრეზიდენტი ქუთაისშისაკონსტიტუციო ცვლილებები