ხუთშაბათი, 20 აგვისტო, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

მივა თუ არა პრეზიდენტი პარლამენტში?

21 მარტი, 2013 • ქრისტინა ქარჩხაძე • 17

მივა თუ არა პრეზიდენტი პარლამენტში?

პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები იმყოფებიან, რომლებიც ადგილზე უსაფრთხოების ზომებს აძლიერებენ.
გარდა ამისა, პარლამენტის დაცვის სამსახურში აცხადებენ, რომ შესაძლოა პრეზდიდენტი დღეს საკანონმდებლო ორგანოში მივიდეს.

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი შესაძლოა პარლამენტში მივიდეს. ამ წუთებში პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები იმყოფებიან, რომლებიც ადგილზე უსაფრთხოების ზომებს აძლიერებენ.
გარდა ამისა, პარლამენტის დაცვის სამსახურში აცხადებენ, რომ შესაძლოა პრეზიდენტი დღეს საკანონმდებლო ორგანოში მივიდეს.
ამ დროისთვის ცნობილია, რომ სააკაშვილი ქუთაისში იმყოფება. არსებული ინფორმაციით, მან საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტთან დაკავშირებით მან საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენლებთან მორიგი კონსულტაციები გამართა. პარლამენტში სესიაზე საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის განხილვა ამ წუთებში მიმდინარეობს.
უმცირესობა ცვლილებების მხარდაჭერამდე სარეიტინგო კენჭისყრის ჩატარებასა და იმის გარკვევას ითხოვს, რამდენი ხმა აკლია უმრავლესობას. ეს უკანასკნელები კი აღნიშნულ შეთავაზებაზე უარს აცხადებენ.
საკონსტიტუციო ცვლილებების საკითხთან დაკავშირებით ქვეყნის პრეზიდენტმა უმცირესობის წევრებთან კონსულტაციები მიმდინარე კვირაში, წყალტუბოში მდებარე სასტუმრო „პრომეთეში“ გამართა.

თეგები: მიხეილ სააკაშვილინაციონალური მოძრაობასაკონსტიტუციო ცვლილელები