სამშაბათი, 22 სექტემბერი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ადვოკატი ქრისტეს მკვლელობის გამოძიებას მოითხოვს

18 აგვისტო, 2013 • ნიუპრესი • 26

ადვოკატი ქრისტეს მკვლელობის გამოძიებას მოითხოვს

ადვოკატის აზრით, იმ დროის მოვლენების შესახებ პასუხი უნდა აგონ იმ სახელმწიფოებმა, რომელთა ინტერესებითაც მოხდა აღნიშნული დანაშაული.

კენიელმა იურისტმა დოლა ინდიდისმა ჰააგის საერთაშორისო ტრიბუნალს მიმართა თხოვნით, იესო ქრისტეს მკვლელობა გამოიძიოს. სამართალდამცველს ამგვარად სურს სამართლიანობის აღდგენა მიუხედავად იმისა, რომ ამ მოვლენის შემდეგ ამდენი საუკუნე გავიდა.
სამართალდამცველს სურს რომის იმპერატორ ტიბერიუსის, პილატე პონტოელის, მეფე იროდის, რომაელებისა და იუდეველების ისტორიული მემკვიდრეების – იტალიისა და ისრაელის გასამართლება.
ადვოკატის აზრით, იმ დროის მოვლენების შესახებ პასუხი უნდა აგონ იმ სახელმწიფოებმა, რომელთა ინტერესებითაც მოხდა აღნიშნული დანაშაული. თუმცა ჰააგის ტრიბუნალს არავითარი უფლება არ აქვს, მსგავსი საქმეები განიხილოს. თეორიულადაც კი არ არსებობს ამ საქმის გარემოებების გარკვევის არც ერთი შესაძლებლობა.

წყარო: ჟურნალი „რეიტინგი“

თეგები: ადვოკატიქრისტეჰააგა