სამშაბათი, 22 სექტემბერი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ჰასტინგის საერთაშორისო ტურნირში ქართველმა მოჭადრაკემ გაიმარჯვა

15 იანვარი, 2014 • ანა ჯანაშია • 33

ჰასტინგის საერთაშორისო ტურნირში ქართველმა მოჭადრაკემ გაიმარჯვა

ტურნირში 24 სხვადასხვა ქვეყნიდან 68 მოჭადრაკე მონაწილეობდა.

ინგლისში, ქალაქ ჰასტიგსში გამართული ტრადიციული საჭადრაკო ტურნე ქართველი მოჭადრაკის გამარჯვებით დასრულდა.

გამარჯვებული მსოფლიოში კლასიფიკაციით 92-ე მოჭადრაკე, მიხეილ მჭედლიშვილია.

მჭედლიშვილმა 9 ტურიდან 6,5 ქულით I – VII ადგილები გაინაწილა და დამატებითი მაჩვენებლებით პირველობა დაისაკუთრა.

“რახან რეიტინგით პირველი ვიყავი, გამარჯვების იმედიც მქონდა, ტურნირის მოგება ყოველთვის სასიამოვნოა”- ამბობს მიხეილ მჭედლიშვილი newpress.ge – სთან საუბარში.

ჰასტინგის საერთაშორისო საახალწლო საჭადრაკო ტურნირში 24 სხვადასხვა ქვეყნიდან 68 მოჭადრაკე მონაწილეობდა.

ჰასტინგში საერთაშორისო საახალწლო საჭადრაკო ტურნე ყოველწლიურად 50 წელზე მეტია რაც იმართება.

თეგები: ტურნე ჰასტინგშიქართველი მოჭადრაკეჭადრაკი