სამშაბათი, 15 სექტემბერი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ქუთაისში “ჭუბერის მემატიანე” გაიხსენეს

16 ოქტომბერი, 2014 • ანი ლიპარიშვილი • 30

ქუთაისში “ჭუბერის მემატიანე” გაიხსენეს

მეგობრებმა დიანა ციბაძის ლექსებიც წაიკითხეს

ქუთაისის საჯარო ბიბლიოთეკაში ცნობილი ჟურნალისტის დიანა ციბაძის ხსოვნის საღამო გაიმართა.

მეგობრებმა მოიგონეს ჟურნალისტის ისტორიები, წაიკითხეს დიანას ლექსები და მისი საუკეთესო რეპორტაჟები გაიხსენეს.

საღამოს დიანას ოჯახის წევრებიც ესწრებოდნენ.

„ცნობილი ჟურნალისტი, აფხაზეთის ომისა და ჭუბერის უღელტეხილის ტრაგედიის მემატიანე, უბადლო ღირსებით შემკული ქალბატონი აღარ არის, მაგრამ ის ჩვენი გმირია, გმირებს კი დავიწყება არ უწერიათ „- აღნიშნა ჟურნალისტმა ნინო ძოწენიძემ.

თეგები: დიანა ციბაძესაჯარო ბიბლიოთეკაჭუბერი