სამშაბათი, 22 სექტემბერი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

“ქვიშის პოეტებმა” “აწსუ”-ში შემოქმედებითი საღამო გამართეს

30 ოქტომბერი, 2014 • ანა ჯიქია • 32

“ქვიშის პოეტებმა” “აწსუ”-ში შემოქმედებითი საღამო გამართეს

პოეზიის საღამოში შვიდმა დამწყებმა პოეტმა მიიღო მონაწილეობა.

„ქვიშის პოეტებმა“ აკაკი წერეთლი სახელმწიფო უნივერსიტეტში შეკრებილ მსმენელებს საკუთარი შემოქმედება გააცნეს. „ქვიშის პოეტები“ – ახალგაზრდა შემოქმედთა გაერთიანებაა, რომელიც ხელს უწყობს დამწყები პოეტების ფართო აუდიტორიის წინაშე წარდგენას და პოეზიის პოპულარიზაციას. პოეზიის საღამოს ორგანიზატორის პაპუნა რევიშვილის თქმით, მსგავს საღამოებს ისინი პერიოდულად მართავენ. „ამ სტილის საღამოებით ვცდილობთ ხელი შეუწყოთ დამწყებ პოეტებს. მათ შორის სკოლის მოსწავლეებიც არიან“. – აღნიშნა პაპუნა რევიშვილმა.

ღონისძიებაში მონაწილეობა შვიდმა დამწყებმა პოეტმა მიიღო. „აუდიტორიისგან კარგი დამოკიდებულება ვიგრძენი, მოხარული ვარ, რომ ამ საღამოზე მომიწვიეს“. – აღნიშნა Newpress.ge- თან საუბარში ზაზა სუყაშილმა, ჰერელმა პოეტმა, რომელიც პოეზიის საღამოზე სპეციალურად მოიწვიეს.

„ქვიშის პოეტების“ საღამომ დამსწრე აუდიტორიის მოწონება დაიმსახურა.ღონისძიება უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობის მხარდეაჭერით გაიმართა. ახალგაზრდა შემოქმედთა გაერთიანებამ პოეზიის საღამო უკვე მეშვიდედ მოაწყო.

თეგები: ასწუსტუდენტური თვითმმართველობაქვიშის პოეტები