შაბათი, 12 სექტემბერი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ლიტერატურული სალონის,,ისრიმი“ საიუბილეო საღამო გაიმართა

20 ნოემბერი, 2014 • ანი ლიპარიშვილი • 30

ლიტერატურული სალონის,,ისრიმი“ საიუბილეო საღამო გაიმართა

საღამოზე მაია მარუაშვილის ახალი წიგნი წარადგინეს.

ილია ჭავჭავაძის სახელობის სამეცნიერო ბიბლიოთეკაში ლიტერატურული სალონის ,,ისრიმი“ საიუბილეო საღამო გაიმართა, სადაც სალონის დამფუძნებლის, მაია მარუაშვილის ახალი წიგნი წარადგენეს.
ლიტერატურული სალონი “ისრიმი” გასული საუკუნის 80–იან წლებში, ქუთაისში დაფუძნდა. იმ დროისათვის საქართველოში ეს გახლდათ ერთ-ერთი, ლიტერატურული გაერთიანება, რომელიც შეიქმნა სამთავრობო განჩინების გარეშე, როგორც მწერალთა კავშირის ალტერნატივა, შემოქმედთა თავისუფალი გაერთიანება.

სალონი მწერალმა მაია მარუაშვილმა მასწავლებელთა სახლის ბაზაზე დააფუძნა.

დღევანდელ საღამოზე სიტყვით გამოვიდნენ პოეტები: ზაალ ებანოიძე, გიზო თავაძე, ბელა უჩაძე, ფერიდე სიმსივე, ხათუნა გედენიძე და სხვები.

თეგები: ისრიმი“მაია მარუაშვილისამეცნიერო ბიბლიოთეკა