კვირა, 26 ივლისი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ელექტროენერგიის ავარიულად გამორთვის მიზეზად ელექტროგადამცემი ხაზი „იმერეთი“ სახელდება

25 ივლისი, 2026 • ირინა მაკარიძე • 78

ელექტროენერგიის ავარიულად გამორთვის მიზეზად ელექტროგადამცემი ხაზი „იმერეთი“ სახელდება

ბოლო ორ დღეში თბილისსა და რეგიონებში ელექტროენერგია ავარიულად ორჯერ გამოირთო.  

გამოირთო 500-კილოვატიანი ხაზი ელექტროგადამცემი ხაზი „იმერეთი“.- ასე ხსნის ენგურჰესის დირექტორი ლევან მებონია „ტვ პირველთან“ სატელეფონო კომენტარში საქართველოში ელექტროენერგიის  მასშტაბურად გათიშვის ფაქტებს.

„გამოირთო 500 კილოვატიანი ხაზი „იმერეთი”. ეს ხაზი არ არის ჩემს განკარგულებაში. ახლა ვაერთებთ აგრეგატებს, ძაბვა მივიდა და აღდგება მალე.

„იმერეთზე“ არის ძირითადი დატვირთვა – ენგური უკავშირდება ენერგოსისტემას ზესტაფონამდე. ძალიან დიდი ტვირთი გადიოდა – რომ გამოირთო, დაირღვა რეჟიმი და დაიშალა მთლიანად ენერგოსისტემა. ავარიის აღდგენის პროცესში ვართ“, – თქვა ლევან მებონიამ.

ცნობისთვის, ბოლო ორ დღეში თბილისსა და რეგიონებში ელექტროენერგია ავარიულად ორჯერ გამოირთო.

თეგები: ავარიული გათიშვაელექტროენერგიაიმერეთი