სამშაბათი, 28 ივლისი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

პირველი სექტემბრიდან 3 ათასამდე ანაზღაურებად სტაჟირებაზე ვაკანსიები გამოცხადდება

27 ივლისი, 2026 • NewPress • 71

პირველი სექტემბრიდან 3 ათასამდე ანაზღაურებად სტაჟირებაზე ვაკანსიები გამოცხადდება

მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის თქმით, მუნიციპალიტეტებს თხოვეს, გაეზარდათ კვოტები სტაჟირების მიმართულებით. 

პირველი სექტემბრიდან გამოვაცხადებთ დაახლოებით 3 000 ვაკანსიას ანაზღაურებად სტაჟირებაზე, – ამის შესახებ  საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ლევან ჟორჟოლიანმა განაცხადა.

მისი თქმით, მუნიციპალიტეტებს თხოვეს, გაეზარდათ კვოტები სტაჟირების მიმართულებით.

„ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ახალი სისხლი, ახალი თაობა შემოვიდეს საჯარო სამსახურში, პირველი სექტემბრიდან გამოვაცხადებთ დაახლოებით 3 000 ვაკანსიას ანაზღაურებად სტაჟირებაზე,  ამ პროგრამით სრულიად ახალი თაობა, მოტივირებული ახალგაზრდები შემოდიან საჯარო სტრუქტურებში, რომლებიც უნდა ემსახურონ საკუთარ ქვეყანას, მიიღონ გამოცდილება, კვალიფიკაცია აიმაღლონ და მიიღონ კიდევ უფრო მეტი ცოდნა.

მერწმუნეთ, საჯარო სექტორში მიღებული ცოდნა და გამოცდილება ცხოვრების ყველა ეტაპზე, შეიძლება, მათ შორის ბიზნესშიც გამოადგეთ ამ ახალგაზრდებს და ძალიან ვგულშემატკივრობთ ამ პროგრამას. ეს პრემიერის ინიციატივაა.

ჩვენ მუნიციპალიტეტებს ვთხოვეთ, გაეზარდათ კვოტები სტაჟირების მიმართულებით, რათა უფრო მეტ ახალგაზრდას ჰქონდეს შესაძლებლობა, საკუთარ რეგიონში გაიაროს ანაზღაურებადი სტაჟირება“, – განაცხადა ლევან ჟორჟოლიანმა.

თეგები: ანაზღაურებადი სტრაჟირებავაკანსიასაჯარო სამსახური