2026 წლის იანვარ-ივლისის განმავლობაში სახელმწიფომ საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის დაწერილი ჯარიმებით 164 მილიონი ლარის შემოსავალი მიიღო. ამის შესახებ ინფორმაციას BMG ფინანსთა სამინისტროს ხაზინის მიერ გამოქვეყნებული მონაცემებზე დაყრდნობით ავრცელებს.
საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის ჯარიმებით ბიუჯეტში მიღებული შემოსავალი გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 37 მლნ ლარით, ანუ 29.6%-ით მეტია.
დოკუმენტის თანახმად, დაწერილი ჯარიმებიდან 65.6 მილიონი ლარი შევიდა ცენტრალური მთავრობის ბიუჯეტში, 98 მილიონი ლარი კი ადგილობრივი თვითმმართველობების ბიუჯეტში.