იმერეთში გარდაცვლილი იპოვეს 67 წლის კაცი, რომელიც 11 წლის გოგოს სექსუალურ შევიწროებაში იყო ეჭვმიტანილი.
იმერეთში 67 წლის კაცი 11 წლის ნათესავ გოგოს სექსუალურად ავიწროებდა.
კაცი მოზარდს იმ დროს ურეკავდა, როდესაც დარწმუნდებოდა, რომ სახლში არავინ იყო.
საეჭვო საუბრის შესახებ ბავშვმა ინფორმაცია დედას მიაწოდა, რის შემდეგაც ქალმა ნათესავი კაცისთვის შვილს ათქმევინა, რომ სახლში მარტო იყო, მასთან სატელეფონო საუბარი კი ჩაიწერა.
ვიდეომტკიცებულება ოჯახმა სამართალდამცველებს მიაწოდა.
კაცის წინააღმდეგ საქმე აღიძრა, თუმცა ის მაშინვე არ დაუკავებიათ, მოგვიანებით, ის საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს
ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.