პარასკევი, 11 სექტემბერი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

6 თვეში იმერეთში 1 626-ით მეტი ადამიანი გარდაიცვალა, ვიდრე დაიბადა

11 სექტემბერი, 2026 • ირინა მაკარიძე • 66

6 თვეში იმერეთში 1 626-ით მეტი ადამიანი გარდაიცვალა, ვიდრე დაიბადა

საქსტატმა 2026 წლის იანვარ-ივნისის დემოგრაფიული მაჩვენებელი გამოაქვეყნა.

2026 წლის იანვარ-ივნისში საქართველოში 17 509 ბავშვი დაიბადა, ხოლო 22 224 ადამიანი გარდაიცვალა. საქსტატის წინასწარი მონაცემებით, წლის პირველ ნახევარში ქვეყანაში ბუნებრივმა მატების მაჩვენებელი უარყოფითია და -4 715-ს შეადგინა.

ყველაზე დიდი უარყოფითი ბუნებრივი მატება იმერეთში დაფიქსირდა, სადაც გარდაცვლილთა რაოდენობამ დაბადებულთა რაოდენობას 1 626-ით გადააჭარბა. შემდეგ მოდის სამეგრელო-ზემო სვანეთი 1 134-ით, კახეთი 791-ით, გურია 384-ით და შიდა ქართლი 582-ით.

ბუნებრივი მატების დადებითი მაჩვენებელი მხოლოდ თბილისში და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში დაფიქსირდა. თბილისში დაბადებულთა რაოდენობამ გარდაცვლილთა რაოდენობას 424-ით, აჭარაში კი 330-ით გადააჭარბა.

საქსტატის მონაცემებით, 2026 წლის პირველ ექვს თვეში საქართველოში 10 006 ქორწინება და 6 095 განქორწინება დარეგისტრირდა.

თეგები: დემოგრაფიამოსახლეობასაქსტატი