ოთხშაბათი, 9 სექტემბერი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ ჭიათურელი მაღაროელები პატიმრობაში დატოვა

9 სექტემბერი, 2026 • ირინა მაკარიძე • 66

ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ ჭიათურელი მაღაროელები პატიმრობაში დატოვა

მაღაროელების ინტერესებს „სოციალური სამართლიანობის ცენტრი“ იცავს.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, ჯგუფურ ძალადობაში ბრალდებული ჭიათურელი მაღაროელები პატიმრობაში რჩებიან.

მოსამართლე ნიკოლოზ მარგველაშვილმა ძალაში დატოვა 20 იანვარს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მიღებული გადაწყვეტილება.

ჯგუფური ძალადობის ორგანიზებით და მასში მონაწილეობისთვის დაკავებულ გიორგი ნეფარიძესა და მერაბ სარალიძეს 6 წლითა და 3 თვით პატიმრობა აქვთ მისჯილი

ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებულ არჩილ ჭუმბურიძეს და თენგიზ გველესიანს — 4 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა.

საქმე ეხება 2025 წლის 28 აპრილის ღამეს მომხდარ ინციდენტს, რა დროსაც პროტესტის მონაწილეებსა და შუქრუთის მაღაროს დირექტორ თენგიზ კობერიძეს შორის დაპირისპირება მოხდა.

მაღაროელების დაკავებას წინ უძღვოდა ადგილობრივების ხანგრძლივი პროტესტი. ჭიათურელები სახელფასო დავალიანების დაფარვას და სამუშაო პირობების გაუმჯობესებას ითხოვენ.

თეგები: მაღაროელებისააპელაციო სასამართლოჭიათურა