ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსმა მიხეილ მაღლაკელიძემ და ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსმა ლევან ხარაბაძემ თანამდებობები დატოვეს, – ამის ინფორმაციას ცენტრალური მედია განუცხადეს.
ორივე სამსახურში აცხადებენ, რომ ხელმძღვანელები პირადი გადაწყვეტილების საფუძველზე წავიდნენ.
სამსახურების ახალი უფროსების წარდგენა, სავარაუდოდ, ორშაბათს მოხდება.