16 სექტემბერს ქუთაისში, ცენტრალურ მოედანზე, დაგეგმილია პირველკურსელთა მიღების მასშტაბური ღონისძიება.
ღონისძიების გამო გადაკეტილია ქუთაისის ცენტრალური მოედანი და საზოგადოებრივი ტრანსპორტი შეცვლილი სვლაგეზით მოძრაობს.
სატრანსპორტო საშუალებათა მოძრაობა და პარკირება შეზღუდულია ცენტრალურ მოედანზე – TBC ბანკის, მაკდონალდსისა და ყოფილი მუზეუმის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე.
შეზღუდვა ღონისძიების დასრულებამდე გაგრძელდება.