ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტი 14 წლისაა. აეროპორტის დაბადების დღესთან დაკავშირებით, საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ორგანიზებით, 29 სექტემბერს ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრებისთვის სხვადასხვა სახის აქტივობები გაიმართება.
წლევანდელ ღონისძიებაზე აეროპორტის იუბილესთან ერთად, Wizz Air-ის ქუთაისის ბაზის დაარსების 10 წლისთავიც აღინიშნება.
საიუბილეო კვირეულის ფარგლებში, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მოქმედ კომპანიებსა და პარტნიორ ობიექტებს. გზავრებისთვის სპეციალური შეთავაზებები ექნებათ. 29 სექტემბერს კი აეროპორტის დაბადების დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართება, სადაც მგზავრებისთვის დაგეგმილია სხვადასხვა გასართობი აქტივობა და სიურპრიზები.
ამჟამად ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან 6 ავიაკომპანია 16 ქვეყნის 32 მიმართულებით ოპერირებს, მათგან 25 ევროპული მიმართულებაა.
საქართველოდან ევროპაში ყველაზე მეტი პირდაპირი რეისი სწორედ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან სრულდება.
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი 2012 წლის 27 სექტემბერს საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა გახსნა.