კვირა, 27 სექტემბერი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ქუთაისში აფხაზეთის ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს

27 სექტემბერი, 2026 • ირინა მაკარიძე • 94

ქუთაისში აფხაზეთის ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს

სოხუმის დაცემიდან 33 წელი გავიდა. 27 სექტემბერი აფხაზეთის ომში დაღუპულთა ხსოვნის დღეა.

ამ თარიღთან დაკავშირებით, ქუთაისის მერმა დავით ერემეიშვილმა, იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის პირველმა მოადგილემ მამუკა ხიმშიაშვილმა, ადგილობრივი ხელისუფლების და საზოგადოების წარმომადგენლებმა გვირგვინებით შეამკეს გმირთა მემორიალი.
აფხაზეთის ომში დაღუპულთა სულების მოსახსენებელი პანაშვიდი გადაიხადეს სასულიერო პირებმა.
მემორიალთან გაიმართა სოხუმის დაცემის დღისადმი მიძღვნილი ფოტოგამოფენა, სადაც წარმოდგენილი იყო ქუთაისის დავით მხეიძის სახელობის ფოტო-კინო მატიანეს მუზეუმში დაცული აფხაზეთის ომის ამსახველი ფოტომასალა.
სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით და აფხაზეთის ომში დაღუპულთა ხსოვნის პატივგების მიზნით, ქუთაისში, ადმინისტრაციულ შენობებზე სახელმწიფო დროშა დაშვებულია.

შეგახსენებთ, 27 სექტემბერი სოხუმის დაცემის დღეა. სამხედრო დაპირისპირება აფხაზეთში 1992 წლის 14 აგვისტოს დაიწყო და 13 თვეს და 13 დღეს გაგრძელდა.
დაუზუსტებელი მონაცემებით, აფხაზეთში 1992-1993 წლებში მიმდინარე სამხედრო დაპირისპირებისას, ქართული მხრიდან 10 ათასზე მეტი ჯარისკაცი და მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა. ასობით ათასი აფხაზეთიდან დევნილი ქართველი კი უსახლკაროდ დარჩა.

თეგები: აფხაზეთი • სოხუმი • ხსოვნა