სამშაბათი, 22 სექტემბერი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

დაჭრილი ნუგზარ ცინცაძე საავადმყოფოდან დღეს გაეწერება

26 იანვარი, 2015 • ანა ჯიქია • 42

დაჭრილი ნუგზარ ცინცაძე საავადმყოფოდან დღეს გაეწერება

ლანჩხუთის კეთილმოწყობის სახსახურის უფროსს რამდენიმე ჭრილობა აქვს მიყენებული.

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის სამსახურის უფროსი, ნუგზარ ცინცაძე, რომელიც ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობებით ქუთაისის ცენტრალურ სააავადმყოფოში გადმოიყვანეს, დღეს ბინაზე გაეწერება-ამის შესახებ ჟურნალისტებს საავადმყოფოს ექიმმა-რეანიმატოლოგმა გივი კოჭლამაზიშვილმა განუცხადა. მისი თქმით, პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია, მას ჩაუტარდა გარეგანი დათვალიერება და გამოკვლევები, რის შედეგადაც დადგინდა, რომ ჭრილობები ზედაპირულია და მას ჯანმრთელობისათვის სერიოზული ზიანის მიყენება არ შეუძლია: „პაციენტს შვიდი თუ რვა წერტილოვანი ჭრილობა აქვს მიყენებული მრგვალი, საფანტისებური ბურთულებით, მათ შორის გულ-მკერდის არეში, მაგრამ არა სიცოცხლისათვის საშიში“,-განაცხადა გივი კოჭლამაზიშვილმა.

შეგახსენებთ, ნუგზარ ციცნაძე ცეცხლსასროლი იარაღით გუშინ დაჭრეს.

თეგები: ლანჩხუთინუგზარ ცინცაძეშემთხვევა გურიაში