სამშაბათი, 22 სექტემბერი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ქუთაისში ჭადრაკში ევროპის ჩემპიონატი მიმდინარეობს

2 ივნისი, 2015 • ნიუპრესი • 34

ქუთაისში  ჭადრაკში ევროპის ჩემპიონატი მიმდინარეობს

მონაწილეთა შორისაა მსოფლიო ჩემპიონი ნონა გაფრინდაშვილი.

ქუთაისში ევროპის ჩემპიონატი სწრაფ ჭადრაკში ქალთა შორის მიმდინარეობს. ტურნირში მონაწილეობას 10 ქვეყნის – რუსეთის, უკრაინის, სომხეთის, აზერბაიჯანის, გერმანიის, ბულგარეთის, შოტლანდიის, ლიტვის, მოლდავეთის და საქართველოს 50 მოჭადრაკე ქალბატონი იღებს. მათ შორის სამი მსოფლიო ჩემპიონია, ნონა გაფრინდაშვილი, ალექსანდრა კოსტენიუკი და ანტუანეტა სტეფანოვა.

საზემო გახსნის დროს მოჭადრაკეებს სიტყვით ქუთაისის მერმა შოთა მურღულიამ, საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტმა გიორგი გიორგაძემ და ცნობილმა მოჭადრაკეებმა მიმართეს.

ჩემპიონატს ევროპის საჭადრაკო კავშირის პრეზიდენტი ზურაბ აზმაიფარაშვილი ესწრება.

ტურნირის საპრიზო ფონდი ჯამში 18 000 ევროს შეადგენს. ჩემპიონატი სამ დღიანია და ის 3 ივნისს მესხიშვილის სახელობის დრამატულ თეატრში საზეიმოდ დაიხურება.
ამ დროისათვის 4 ქულით ბულგარელი ანტუანეტა სტეფანოვა ლიდერობს.

თეგები: გიორგი გიორგაძენონა გაფრინდაშვილიჭადრაკი