ოთხშაბათი, 22 ივლისი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

„არტ-გენი 2015“ სტარტს დავით კლდიაშვილის სახლ-მუზეუმიდან აიღებს

27 ივნისი, 2015 • ანა ჯიქია • 1

„არტ-გენი 2015“ სტარტს დავით კლდიაშვილის სახლ-მუზეუმიდან აიღებს

ხვალ თერჯოლის რაიონის სოფელ სიმონეთში ფესტივალი „არტ-გენი 2015“ რეგიონული ტურნეთი გაიხსნება და იგი დავით კლდიაშვილის სახლ-მუზეუმის ეზოში გაიმართება. აქვე მოეწყობა ფოკლორული ანსამბლების კონცერტი. გაიმართება ქართული რეწვის ნიმუშების გამოფენა-გაყიდვა. წარმოდგენილი იქნება ქართული სამზარეულო; შესაძლებელი იქნება „შავფაროსნების“ წარმოდგენის ხილვა. 5 ივლისს კი ფესტივალი დაბა სურამში, ბაიანთხევის ტყე პარკში გადაინაცვლებს.

წლევანდელი “არტ-გენის” მთავარი თემაა ბიბლიოთეკა და წიგნია. ამიტომ 3 ივლისს „არტ-გენის“ ორგანიზატორები და საქართველოს ეროვნულ ბიბლიოთეკას თანამშრომლობის მემორანდუმს გააფორმებს. „არტ-გენის“ დასკვნითი ნაწილი 19-26 ივლისსს თბილისში, გიორგი ჩიტაიას სახელობის ეთნოგრაფიულ მუზეუმში გაიმართება.

თეგები: „შავფაროსნების“არტ გენიდავით კლდიაშვილი