ოთხშაბათი, 22 ივლისი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ანალოგური სიგნალი ქუთაისში 18 ივლისს გაითიშება

4 ივლისი, 2015 • ირინა მაკარიძე • 1

ანალოგური სიგნალი ქუთაისში 18 ივლისს გაითიშება

ციფრული მაუწყებლობის სააგენტო საქართველოში ანალოგური მიწისზედა სიგნალის ეტაპობრივად გათიშვის გრაფიკს აქვეყნებს. ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის პროცესი, წარდგენილი გეგმის მიხედვით, მიმდინარე წლის აგვისტოს ბოლომდე უნდა დასრულდეს.

გრაფიკის თანახმად, ქუთაისსა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე ანალოგური სიგნალი 18 ივლისიდან გამოირთვება.

ანალოგურიდან ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლისთვის საქართველო ბოლო ერთი წელია აქტიურად ემზადება.

ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლა, პირველ რიგში, შეეხება მოსახლეობის სწორედ იმ ნაწილს, რომელიც სატელევიზიო სიგნალს ანტენით იღებს.

სტატისტიკური მონაცემების თანახმად, გამოკითხულთა 90% ინფორმირებულია ქვეყნის ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის შესახებ, თუმცა 49% ამ ცვლილებებს მოუმზადებლად ხვდება.

ანალოგური სიგნალი უკვე გაიტიშა თბილისსა და აღმოსავლეთ საქართველოს ნაწილში.

თეგები: ანალოგური სიგნალიგაციფრულებაქუთაისი