ოთხშაბათი, 22 ივლისი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

წყალტუბოში “ფიფას” სტანდარტების სტადიონი შენდება

8 ივლისი, 2015 • ანა ჯიქია • 1

წყალტუბოში “ფიფას” სტანდარტების სტადიონი შენდება

წყალტუბოში “ფიფას” სტანდარტებით, ორვარსკვლავიანი ხელოვნურსაფარიანი სტადიონის მშენებლობა მიმდინარეობს. სტადიონს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს შ.პ.ს. „სახელმწიფო სამშენებლო კომპანია” აშენებს. სამუშაოების ნაწილი უკვე დასრულებულია. პროექტის ამ ნაწილში დარჩენილია მხოლოდ ხელოვნური საფარის მოწყობისა და აქსესუარების მონტაჟის სამუშაოები. პარალელურად, 800 კუბამეტრი გრუნტის დატკეპნა ავტოსადგომისთვის გამოყოფილ ტერიტორიაზე მიმდინარეობს.

ახალი სტადიონის მშენებლობა წყალტუბოში 2014 წლის დეკემბერში დაიწყო და მისი დასრულება წელს იგეგმება.

წყალტუბოს ახალი სტადიონის მშენებლობა სახელმწიფო და მუნიციპალური ბიუჯეტებიდან ფინანსდება და მისი ღირებულება 2 მილიონი ლარია.

თეგები: სტადიონიფიფაწყალტუბო