ოთხშაბათი, 22 ივლისი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ქუთაისში სამი საზოგადოებრივი საპირფარეშო მოეწყობა

29 ივლისი, 2015 • ნესტან ჩაგელიშვილი • 1

ქუთაისში სამი საზოგადოებრივი საპირფარეშო მოეწყობა

ქუთაისის მერიას ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზე არსებული სამი საზოგადოებრივი საპირფარეშო გადაეცა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია ქალაქის მერმა გაავრცელა. შოთა მურღულიას განცხადებით, მთვარობის განკარგულებით მოხდა საპირფარეშოების გადმოცემა, რომლების მოწყობაც ტურისტული სეზონიდან გამომდინარე უახლოეს დღეებში მოხდება, მომავალი წლიდან კი საზოგადეოებრივი ტუალეტების მოსაწყობად ტენდერი გამოცხადდება. ტუალეტები ქალაქის ცენტრალურ ბულვარში, ჯავახიშვილსა და ავტოქარხანაში უკვე რამდენიმე წელია აშენებულია, თუმცა ამ დრომდე არ ფუნქციონირებს.

თეგები: საპირფარეშოტუალეტიქუთაისი