ოთხშაბათი, 22 ივლისი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ქუთაისის მერიის მხარდაჭერით ალპინიადა ეწყობა

9 აგვისტო, 2015 • ნესტან ჩაგელიშვილი • 1

ქუთაისის მერიის მხარდაჭერით ალპინიადა ეწყობა

29 აგვისტოდან 7 სექტემბრის ჩათვლით დამწყებ და პროფესიონალ მთასვლელთათვის ალპინიადა მოეწყობა. რისთვისაც ქუთაისის მერია 5000 ლარიან ტენდერს აცხადებს.

მარშრუტი: ქუთაისი-მესტია-უშგული (ენგურის მყინვარი)–მესტია-ქუთაისი. აქედან ქუთაისი-მესტია- ქუთაისი ტრანსპორტით მომსახურებას უზრუნველყოფს „შემსყიდველი“, ხოლო მესტია-უშგული (ენგურის მყინვარი) მესტია მანქანებით ტრანსპორტირება 23 პირზე უნდა უზრუნველყოს „მიმწოდებელმა“ . „მიმწოდებელმა“, ასევე უნდა უზრუნველყოს 23 პირზე საველე პირობებში ღამისთევის (10 კარავი -2 ან 3 კაციანი, საძილე ტომრებით) და კვების პროდუქტებით უზრუნველყოფა. წინადადებების მიღება 13 აგვისტოს სრულდება.

თეგები: ალპინიადამერიაქუთაისი