ქუთაისს წყლის მიწოდება ერთი დღით შეუწყდება. როგოგორც “ნიუპრესს” საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ქუთაისის სერვის ცენტრმა აცნობა, მუხიანისა და ფარცხანაყანების სათავე ნაგებობებსა და ქვიტირის მეორად გადამქაჩ სადგურზე გეგმიური სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოებთან ჩატარდება. ამის გამო 10 სექტემბერს სასმელი წყლის მიწოდება შეუწყდება ქუთაისის მოსახლეობასა და ორგანიზაცია-დაწესებულებებს.
საქართველოს გაერთიანებული წყალმომარეგების კომპანიის ქუთაისის სერვის ცენტრი ბოდიშს უხდის მოსხლეობას შექმნილი შეფერხებისთვის.