მთასვლელი მერაბ ნემსიწვერიძე დღეს ქუთაისის მერს შეხვდა. ქუთაისელი მთასვლელი ჰიმალაის მთებიდან დაბრუნდა. სპორტსმენი 12 ივლისიდან 15 აგვისტოს ჩათვლით საერთაშორისო ექსპედიციაში ჰიმალაის მთებში იმყოფებოდა. მერაბ ნემსიწვერიძე ერთადერთი ქართველი იყო 18 კაციან ჯგუფში, რომელმაც მწვერვალი პარაჩამო პუჩე დალაშქრა. აღნიშნული მწვერვალი 6279 მეტრია. შოთა მურღულიამ მას წარმატება მიულოცა. შეხვერდას პარლამენტის დეპუტატი ომარ ნიშნიანიძე ესწრებოდა. მთასვლელის საერთაშორისო ექსპედიაში მონაწილეობა ქუთაისის მერიამ დააფინანსა.
ქუთაისელმა მთასვლელმა ჰიმალაის მთები დალაშქრა
18 სექტემბერი, 2015 • ანი ლიპარიშვილი • 1
თეგები: მერია • მთასვლელი • ქუთაისი
ასევე წაიკითხეთ
სარეკლამო ბანერი • 300×250
სხვა ამბები