ოთხშაბათი, 22 ივლისი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ქუთაისელ პედაგოგებს პროფესიული დღე მიულოცეს

5 ოქტომბერი, 2015 • ნესტან ჩაგელიშვილი • 1

ქუთაისელ პედაგოგებს პროფესიული დღე მიულოცეს

ხარაზოვის ბაღში მდებარე კულტურის ცენტრში მასწავლებელთა დღესთან დაკავშირებით ღონისძიება გაიმართა, სადაც წარმატებული და ღვაწლმოსილი 9 პედაგოგი დიპლომებით და 100-100 ლარით დააჯილდოვეს. მასწავლებლებს პროფესიული დღესასწაული ქალაქის მერმა შოთა მურღულიამ მიულოცა. დღესვე მერიის კულტურის ააიპის სასწავლებლების კურსდამთავრებულებს დიპლომები გადასცეს. ღონისძიება კულტურის ააიპის ორგანიზებით გაიმართა. მასწავლებლებმა მათი დაფასებისა და გახსენებისათვის ორგანიზატორებს მადლობა გადაუხადეს. მათი განცხადებით, მსგავსი ღინისძიებები მათთვის კარგი მოტივაციაა.

თეგები: მასწავლებელთა დღეპედაგოგი