ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და მერიის სტრუქტურული ერთეულებისათვის სხვადასხვა დასახელების კომპიუტერული ტექნიკის შეკეთებისთვის თვითმმართველობა 7 890 ლარიან ტენდერს აცხადებს.
მიმწოდებელი ვალდებულია პერსონალური კომპიუტერების, საოფისე აპარატურის, სატელეკომუნიკაციო და აუდიოვიზუალური მოწყობილობების შეკეთება, ტექნიკური მომსახურება და მათთან დაკავშირებული მომსახურებები განახორციელოს ეტაპობრივად, მოთხოვნიდან არაუგვიანეს 2 (ორი) დღის ვადაში, ხელშეკრულების დადებიდან 2015 წლის 31 დეკემბრამდე.
როგორც მერიის პრესსამსახურმა განგვიმართა, მერიაში დასაქმებული აიტი სპეციალისტების ვალდებულებაში ზემოთ აღნიშნული საქმიანობა არ შედის.
ამავდროულად მერიამ ახალი ტექნიკის შესაძენად რამდენიმე ტენდერი გამოაცხადა.