სამშაბათი, 22 სექტემბერი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ქუთაისის მერიამ საახალწლო მორთულობაზე ზრუნვა დაიწყო

7 ნოემბერი, 2015 • ნესტან ჩაგელიშვილი • 38

ქუთაისის მერიამ საახალწლო მორთულობაზე ზრუნვა დაიწყო

თვითმმართველობამ 79 723 ლარიანი ტენდერი გამოაცხადა.

ახალ წლამდე ორი თვეა დარჩენილი, თუმცა მერიამ საახალწლო განწყობაზე ზრუნვა უკვე დაიწყო, რისთვისაც ქუთაისის ქუჩების საახალწლო გაფორმებასთან დაკავშირებით მანათობელი ფიგურების აღდგენისა და მონტაჟი-დემონტაჟის სამუშაოებისთვის 79 723 ლარიანი ტენდერი გამოაცხადა.

მანათობელი ფიგურების აღდგენა-მონტაჟის სამუშაოების შესრულება უნდა განხორციელდეს ხელშეკრულების დადებიდან 2015 წლის 22 დეკემბრის ჩათვლით, ხოლო სადემონტაჟო სამუშაოები 2016 წლის 22 იანვრის ჩათვლით.

თეგები: ახალი წელიკონკურსი / ანონსიქუთაისი