სამშაბათი, 21 ივლისი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ირმა ინაშვილი ქუთაისში, საგარეჯოსა და ბათუმში აქციებს აანონსებს

10 ნოემბერი, 2015 • ნესტან ჩაგელიშვილი • 1

ირმა ინაშვილი ქუთაისში, საგარეჯოსა და ბათუმში აქციებს აანონსებს

უკვე მეორე დღეა, თბილისში კანცელარიის შენობის წინ “პატრიოტთა ალიანსის” წევრები შიმშილობენ. ისინი საგარეჯოში განმეორებით ჩატარებული არჩევნების შედეგებს აპროტესტებენ. რის გამოც პარტიის ლიდერებმა ირმა ინაშვილმა, ადა მარშანიამ, ემზარ კვიციანმა, ლევან თედიაშვილმა, გიორგი ლომიამ კანცელარიის წინ შიმშილობა დაიწყო.

ისინი, საარჩევნო გარემოს შეცვლის მოთხოვნასთან ერთად თავდაცვისა და გარემოს დაცვის მინისტრების გადადგომას და მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის გაუქმებას ითხოვენ. “პატრიოტთა ალიანსის” წევრთა განცხადებით, შიმშილობის აქციები დაიწყება საგარეჯოში, ბათუმსა და ქუთაისში.

დღეს ირმა ინაშვილს შიმშილობის შეწყვეტის თხოვნით ქვეყნის ყოფილმა პრემიერმა ბიძინა ივანიშვილმა მიმართა.

თეგები: აქციაინაშვილიშიმშილობა