სამშაბათი, 21 ივლისი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ოთარ ქანდარიას სახელოსნო განადგურების პირასაა (ვიდეო)

15 ნოემბერი, 2015 • ანი ლიპარიშვილი, ნესტან ჩაგელიშვილი • 1

ოთარ ქანდარიას სახელოსნო განადგურების პირასაა (ვიდეო)

მხატვარ ოთარ ქანდარიას სახელოსნო განადგურების პირასაა. დაზიანებული ჭერიდან წყალი ჩამოდის, მდგომარეობს სახურავზე განთავსებული წყლის ავზები ართულებს. მხატვრის მეუღლის განცხადებით, არაერთხელ მიმართა მეზობლებს თხოვნით, გადაეტანათ ავზები, თუმცა უშედეგოდ. რამდენიმე დღის წინ კი ადგილზე საპატრულო პოლიცია გამოიძახა.

სახელოსნოში რამდენიმე ათეული ნაშრომი და მხატვრის პირადი ნივთები ინახება. ოჯახს სურს, სახელოსნოს კულტურული დაწესებულების სტატუსი მიენიჭოს და საზოგადოების თავშეყრის ადგილად იქცეს.

პრობლემის შესახებ ინფორმირებულია ადგილობრივი თვითმმართველობა, მათ პოზიციას “ნიუპრესი” მოგვიანებით მოგაწვდით.

თეგები: სახელოსნო.ქანდარია