გვერდი რეკონსტრუქციაზეა

განახლება დაგეგმილია 7 ივლისისთვის


“სოფელია თუ ქალაქი?!” [Video]
June 21, 2012

“სოფელია თუ ქალაქი?!” [Video]

ქუთაისში, ხაბეიშვილის ქუჩაზე მოსახლეობის უმრავლესობას ეზოებში დღემდე ხის საპირფარეშოები უდგას. მოსახლეობა 40 წელია ანტისანიტარიულ პირობებში ცხოვრობს. ანტისანიტარიას აღნიშნულ ტერიტორიაზე საკანალიზაციო სისტემის არ არსებობა ქმნის.
ID ბარათები უფასოდ – სხვა ფასდაკლებების პერსპექტივით
June 20, 2012

ID ბარათები უფასოდ – სხვა ფასდაკლებების პერსპექტივით

ქუთაისის იუსტიცის სახლში სტუდენტური ბარათების გაცემა დაიწყო. ცნობილი ხდება, რომ იმ ბარათების ფუნქციას, რომელმაც პრეზიდენტის დაპირების მიხედვით სტუდენტებს ცხოვრება უნდა გაუადვილოს, ID ბარათი შეითავსებს. ამ უკანასკნელს კი, პრეზიდენტის ახალი ინიციატივის ფარგლებში, სტუდენტებისთვის უფასოდ გასცემენ.
ქუთაისში მიწის ნაკვეთის გაყიდვა შეჩერებულია
June 20, 2012

ქუთაისში მიწის ნაკვეთის გაყიდვა შეჩერებულია

ქუ­თა­ის­ში მი­წის ნაკ­ვე­თის გაყიდ­ვის პრო­ცე­სი შე­ჩე­რებულია. მიმ­დი­ნა­რე წლის იან­ვრი­დან ამ­დრომ­დე ად­გი­ლობრი­ვი თვით­მმარ­თვე­ლობის სა­კუთ­რებაში არ­სებული მი­წის ნაკ­ვე­თი არ გაყიდუ­ლა
ლაბორატორია საბუნებისმეტყველო საგნებით  დაინტერესებისთვის
June 19, 2012

ლაბორატორია საბუნებისმეტყველო საგნებით დაინტერესებისთვის

„სტუდენტთა აქტიური სწავლება ბუნებისმეტყველებაში“ -ასე ჰქვია პროექტს, რომლის ფარგლებში აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტს სამი თანამედროვე სასწავლო ლაბორატორია გადაეცა. ლაბორატორიები ფიზიკის, ქიმიის და ბიოლოგიის კაბინეტებისათვის საჭირო ჭურჭლითა და ინვენტარით არის აღჭურვილი.
იმერეთის წარჩინებული მოსწავლეები კომპიუტერებით დააჯილდოვეს
June 19, 2012

იმერეთის წარჩინებული მოსწავლეები კომპიუტერებით დააჯილდოვეს

იმერეთის რეგიონის საჯარო სკოლების 200 მეათეკლასელს, განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ირინა ქურდაძემ, ქალაქის მერმა გიორგი თევდორაძემ და ვიცე - გუბერნატორმა გიგა შუშანიამ, კომპიუტერები გადასცეს.
შეეწირება თუ არა იპოთეკურ სესხს ჯამაძეების ოჯახი?
June 19, 2012

შეეწირება თუ არა იპოთეკურ სესხს ჯამაძეების ოჯახი?

მიკროსაფინანსო ორგანიზაცია სს „კრედიტ პლუს ჯორჯია“ ქუთაისში მცხოვრებ ჯამაძეების ოჯახს საცხოვრებელ სახლს უყიდის. საფინანსო ორგანიზაცია ჯამაძეებს დღეის მდგომარეობით 2700 დოლარს სთხოვს. თუმცა, სესხის ოდენობა ყოველდღიურად 5 დოლარით იზრდება.
საბჭოთა მემკვიდრეობის “ნაღმი” საპარლამენტო ქალაქში
June 19, 2012

საბჭოთა მემკვიდრეობის “ნაღმი” საპარლამენტო ქალაქში

საბჭო­თა პე­რი­ო­დის მემ­კვიდ­რეობად ქცე­უ­ლი ქუ­თა­ი­სის უკა­ნო­ნო ნა­გავ­საყრე­ლი ეკო­ლო­გების შე­ფა­სებით „ნე­ლი მოქ­მე­დების ნაღმს" წარ­მო­ად­გენს. პრობლე­მა, რო­მელ­საც ქუ­თა­ი­სის ყოფი­ლი მე­რი შე­ე­წი­რა, დღემ­დე მო­უგ­ვა­რებელი­ა. უფ­რო მე­ტიც, ნა­გავ­საყრელ­ზე გა­კე­თებულ­მა ნი­ა­და­გის ანა­ლიზ­მა აჩ­ვე­ნა, რომ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე არ­სებული მი­წა რა­დი­ა­ცი­უ­ლი ნივ­თი­ე­რებების მა­ღალ ფონს შე­ი­ცავს.
“ქართული ოცნების” წევრებმა ქუთაისელ აქტივისტებს გირაოს თანხა გადაუხადეს
June 18, 2012

“ქართული ოცნების” წევრებმა ქუთაისელ აქტივისტებს გირაოს თანხა გადაუხადეს

„ქართული ოცნების“ ქუთაისის ორგანიზაციის ორ აქტივისტს – კობა ჯაბუასა და ნინო ყურუას გირაოს თანხა კოალიციის წარმომადგენლებმა დღეს გადაუხადეს. "ქართული ოცნების" ახალგაზრდულ ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ თანხა საკუთარი სახსრებით შეგროვეს და ამით სოლიდარობა გამოუცხადეს ქუთაისელ აქტივისტებს.
ქუთაისის მერი: 2013 წლის ბოლოსთვის ქუთაისს 24–საათიანი წყალმომარაგება ექნება
June 18, 2012

ქუთაისის მერი: 2013 წლის ბოლოსთვის ქუთაისს 24–საათიანი წყალმომარაგება ექნება

გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ინფორმაციით, ქუთაისის 48 ქუჩაზე, წყალმომარაგების ახალი ქსელის მშენებლობა მიმდინარეობს, 13 ქუჩაზე კი დაზიანებული საკანალიზაციო ქსელი შეკეთდება.
“ქუთაისში მიწების გაყიდვა ხელოვნურად ფერხდება”
June 18, 2012

“ქუთაისში მიწების გაყიდვა ხელოვნურად ფერხდება”

ქუთაისში მიწების გაყიდვის ხელოვნურად შეფერხებას აპროტესტებს „ახალი მემარჯვენეების“ ქუთაისის საქალაქო ორგანიზაცია. ორგანიზაციის ხელმძღვანელის, მამუკა მღვდელაძის თქმით, მიწების გაყიდვის პროცედურები ხელოვნურად გართულებულია, რის გამოც, ორი წლის განმავლობაში, არცერთი ნაკვეთი დაინტერესებულ მოქალაქეზე არ გაყიდულა.
„ეროვნულ დემოკრატები“ ჯანდაცვის სეფროში არსებულ კანონდარღვევებზე საუბრობენ
June 18, 2012

„ეროვნულ დემოკრატები“ ჯანდაცვის სეფროში არსებულ კანონდარღვევებზე საუბრობენ

დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში გამართულ პრესკონფერენციაზე ედპ – ს იმერეთის ბიუროს ხელმძღვანელმა, შოთა ინანეიშვილმა ჯანდაცვის ხელმისაწვდომობაზე, ექიმების უფლებებზე, სადაზღვევო სისტემის გაუმართაობაზე გაამახვილა ყურადღება.
“ხშირად ლიტერატურის სახით კარგად შეფუთული ნაგავი საღდება”
June 18, 2012

“ხშირად ლიტერატურის სახით კარგად შეფუთული ნაგავი საღდება”

დრო, ლიტერტურა და ადამიანი - მათი ურთიერთგანლაგება, დაცილება და დაახლოება ახდენს თუ არა გავლენას ცხოვრებაზე? რას ცვლისა და რას ტოვებს ძალაში? რა დომინირებს? რა თმობს პოზიციებს? ამ ტრიადის ურთიერთდამოკიდებულებებზე newpress.ge-ს შეკითხვებს პასუხობს მწერალი და მთარგმნელი ირმა ტაველიძე:
June 18, 2012

ქუთაისლები ბაგრატის რეაბილიტაციაზე და ვაჩეიშვილის პასუხები [Video]

ქუთაისში მცხოვრებთა ნაწილის აზრით, ბაგრატის ტაძრის რეაბილიტაცია უნდა შეწყდეს. ნაწილი კი ამბობს, რომ ის რაც კეთდება, სასიამოვნო სანახავია. ვაჩეიშვილის განცხადებით, სულ მალე საპატრიარქოს კურთხევითვე, უნდა აღდგეს ბაგრატის ტაძარზე სამუშაოების დამასრულებელი ეტაპი.
„მოქალაქე ჟურნალისტები  თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის“
June 17, 2012

„მოქალაქე ჟურნალისტები თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის“

„მოქალაქე ჟურნალისტები თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის“,– ასე ჰქვია პროექტს, რომელსაც სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტი ახორციელებს. სამიზნე ჯგუფებს მედია, სტუდენტები, არასამთავრობო ორგანიზაციები და პოლიტიკური პარტიები წარმოადგენენ. ქუთაისში ჯგუფებთან შეხვედრები დღეს დასრულდება.
ქუთაისის პარლამენტის აპარატში მოსახვედრად 720 განაცხადი შევიდა
June 15, 2012

ქუთაისის პარლამენტის აპარატში მოსახვედრად 720 განაცხადი შევიდა

ქუთაისის ახალი პარლამენტისთვის კადრების მომზადება დაიწყო. გასაუბრების პირველ ეტაპს, რომელიც ქუთაისის კონტროლის პალატაში ჩატარდა, პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე, დღეს, პირადად დაესწრო.
სად და რას ჰპირდებიან პარტიები მოქალაქეებს?
June 15, 2012

სად და რას ჰპირდებიან პარტიები მოქალაქეებს?

პარტიების მიერ მოსახლეობათან გამარული შეხვედრებით სამი პოლიტიკური ძალა ლიდერობს, მათ შორის პირველ ადგილზე 68 შეხვედრით „ნაციონალური მოძრაობაა“.
პრესკონფერენცია ქუთაისის მერის მუსიკალური აკომპანიმენტით
June 14, 2012

პრესკონფერენცია ქუთაისის მერის მუსიკალური აკომპანიმენტით

ქალაქის მერმა გიორგი თევდორაძემ ოპერის ფოიეში არსებულ როიალზე ბეთჰოვენის „მთვარის სონატიდან“ ნაწყვეტები შეუსრულა მუსიკოსების მოლოდინში მედიის გადაღლილ წარმომადგენლებს. მერმა ბეთჰოვენის მე-14 სონატით ერთგვარი შესავალი გაუკეთა და პრინციპში გახსნა ის ფესტივალი, რომელიც ქუთაისში 15-17 ივნისს უნდა გაიმართოს, ბალანჩივაძეების სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრში.
დისტანციური სასამართლო პროცესი ვიდეოკონფერენციის გამოყენებით
June 14, 2012

დისტანციური სასამართლო პროცესი ვიდეოკონფერენციის გამოყენებით

დღეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში დანიშნული პროცესი – სამოქალაქო დავა კერძო პირსა და შპს ,,მატრიქსს“ შორის, ვიდეოკონფერენციის გამოყენებით წარიმართა. მოპასუხე მხარის – შპს ,,მატრიქსის“ ადვოკატი, სარჩელის განხილვის პროცესში დისტანციურად, თბილისის ოფისიდან ჩაერთო.
“ჩაერთე შენი ქალაქის მართვაში”
June 14, 2012

“ჩაერთე შენი ქალაქის მართვაში”

„ჩაერთე შენი ქალაქის მართვაში“ – ასე ჰქვია პროექტს, რომლის პრეზენტაციაც ქუთაისის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში დღეს გაიმართა. პროექტს „ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციის“ იმერეთის წარმომადგენლობა ახორციელებს, რომლის მიზანია ხელი შეუწყოს ქუთაისის მოსახლეობის სამოქალაქო აქტივობის ზრდას, მათ ინფორმირებას თვითმმართველობის ფუნქციებისა და ადგილობრივი ბიუჯეტის შესახებ.
ქუთაისში წყლის გადასახადი ოჯახში მცხოვრებ წევრებს ცალ–ცალკე ერიცხებათ
June 14, 2012

ქუთაისში წყლის გადასახადი ოჯახში მცხოვრებ წევრებს ცალ–ცალკე ერიცხებათ

ქუთაისში მესხის ქ. #2–ში მცხოვრები ალეკო ხატელიშვილი ამბობს, რომ წყლის სააბონენტო გადასახადი დაახლოებით ერთი კვირის წინ დაფარა, თუმცა სამ დღეში მომატებული გადასახადი უკვე მისი მეუღლის, ნინო ვაშაკიძის სახელზე მივიდა.
პრეზიდენტი ქუთაისის ოპერის მუშაკებს ხელფასების მომატებას დაჰპირდა
June 13, 2012

პრეზიდენტი ქუთაისის ოპერის მუშაკებს ხელფასების მომატებას დაჰპირდა

დაპირება სააკაშვილმა თეატრის ადმინისტრაციას ჯერ კიდევ რამდენიმე დღის წინ მისცა, როდესაც ის თეატრში „დაისის“ გენერალურ რეპეტიციას დაესწრო. თეატრის მმართველის როზა დვალიშვილის თქმით, პრეზიდენტი გენერალურ რეპეტიციაზე 4 დღის წინ იმყოფებოდა და ხელფასების მომატებაზე სწორედ მაშინ ისაუბრა, დღეს კი ეს წინადადება ოფიციალურად დააჟღერა.
პრეზიდენტი ქუთაისში საოპერო სპექტაკლს ესწრება
June 13, 2012

პრეზიდენტი ქუთაისში საოპერო სპექტაკლს ესწრება

ამ წუთებში ქუთაისში, ბალანჩივაძეების სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრში ზაქარია ფალიაშვილის ოპერა "დაისის" მეორე მოქმედება მიმდინარეობს. სპექტაკლს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ესწრება.