გვერდი რეკონსტრუქციაზეა

განახლება დაგეგმილია 7 ივლისისთვის


ხარვეზებით შესრულებული „შადრევან პირველი“?!
July 10, 2012

ხარვეზებით შესრულებული „შადრევან პირველი“?!

ქუთაისში, ცენტრალური მოედნის რებილიტაციაზე დასაქმებულმა მუშებმა ხელფასის 70% გასულ კვირაში მიიღეს. დარჩენილი 30%–ის გადახდას კი მათ შადრევანზე არსებული ხარვეზების გამოსწორების შემთხვევაში ჰპირდებიან.
არჩილ გამზარდია: ქართულ წინასაარჩევნო კამპანიებს უფრო სტიქიური და იმპულსური ხასიათი აქვს
July 10, 2012

არჩილ გამზარდია: ქართულ წინასაარჩევნო კამპანიებს უფრო სტიქიური და იმპულსური ხასიათი აქვს

მიმ­დი­ნა­რე წლის შე­მოდ­გო­მა­ზე და­გეგ­მი­ლი სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნების თა­რი­ღი ოფი­ცი­ა­ლუ­რად ჯერ არ გა­მოცხადებულა, თუმ­ცა სა­არ­ჩევ­ნო და­პი­რებებსა და პი­არ-კამ­პა­ნი­ას სხვა­დასხვა პო­ლი­ტი­კუ­რი პარ­ტიები უკ­ვე აქ­ტი­უ­რად ახორ­ცი­ე­ლებენ. რო­გორც წე­სი, არ­ჩევ­ნების დროს ყვე­ლა პო­ლი­ტი­კურ პარ­ტი­ას სა­კუ­თა­რი ნი­შა და „მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი შე­თა­ვა­ზებები" აქვს მო­სახლეობისათ­ვის. 2012 წლის წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნო გზავ­ნი­ლებში პო­ზი­ცი­ი­სა და ოპო­ზი­ცი­ის და­პი­რებები ერთ ძი­რი­თად ხაზს - „უ­მუ­შევ­რობის და­მარცხებას" ატა­რებს. როგორი წინასარჩევნო კამპანია წარმოებს საქართველოში დღეს და რატომ გაჩნდა ამდენი იდენტური პოლიტიკური გზავნილები იდენტური იდეოლოგიითა და დაპირებებით? აღნიშნულ კითხვებს ილიას სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის საზოგადოებრივი კომუნიკაციების მართვის სპეციალისტი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორი, არჩილ გამზარდია პასუხობს.
აღმოჩენა ჭიათურაში, რომელმაც კაცობრიობის ისტორია შეცვალა
July 9, 2012

აღმოჩენა ჭიათურაში, რომელმაც კაცობრიობის ისტორია შეცვალა

დღემდე ითვლებოდა, რომ ყველაზე ძველი ძაფი, რომელიც ჭინჭრისგან იყო დამზადებული, აღმოჩენილი იყო ჩეხეთში (დოლნივესტონიცაში), რომელიც ძვ. წ. 29 000 წლით თარიღდება. ძოძუანას მღვიმეში აღმოჩენილი ძაფის ბოჭკოები კი, 32 000 წლის წინანდელია.
ქუთაისის პარლამენტთან ანგელოზები გამოჩნდნენ [photo]
July 9, 2012

ქუთაისის პარლამენტთან ანგელოზები გამოჩნდნენ [photo]

ქუთაისში, მშენებარე პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე ქანდაკებების მონტაჟი მიმდინარეობს. ანგელოზების გამოსახულებიანი სამი ქანდაკებიდან მუშებმა ორი მათგანი საკანონმდებლო ორგანოს წინ გაშენებულ ტბასთან უკვე განათავსეს.
წინასაარჩევნოდ დეპუტატებს საწვავის ლიმიტი გაეზარდათ
July 9, 2012

წინასაარჩევნოდ დეპუტატებს საწვავის ლიმიტი გაეზარდათ

ქუთაი­სის საკ­რებულო­ში დე­პუ­ტა­ტებს საწ­ვა­ვის ლი­მი­ტი გა­ე­ზარ­დათ. საკ­რებულოს დე­პუ­ტა­ტები ღი­ად აცხადებენ, რომ საწ­ვა­ვის ლი­მი­ტის გაზ­რდა მიმ­დი­ნა­რე თუ სა­მო­მავ­ლოდ და­გეგ­მილ აქ­ტი­ვობებს უკავ­შირ­დება, რაც ამომ­რჩევ­ლებთან აქ­ტი­უ­რი შეხვედ­რების სა­ჭი­როებით გა­მოიხატება.
საზიარო შვილები და ვალდებულება
July 9, 2012

საზიარო შვილები და ვალდებულება

ალი­მენ­ტის და­კის­რება, სა­ა­ლი­მენ­ტო თანხის გაზ­რდა ან შემ­ცი­რება - ამ­გვა­რია იმ საქ­მეების და­ვის არ­სი, რო­მელ­საც მარ­ტოხელა დე­დები ყოფი­ლი ქმრების წი­ნა­აღ­მდეგ აწარ­მოებენ.
ჯარიმა რეაბილიტაციისთვის
July 9, 2012

ჯარიმა რეაბილიტაციისთვის

ქუ­თა­ი­სის ად­გი­ლობრივ­მა თვით­მმარ­თვე­ლობამ უნებარ­თვო მშე­ნებლობის წარ­მოების ფაქ­ტზე საცხოვ­რებელი სახლების მე­პატ­რო­ნეები დააჯარი­მა. და­კის­რებულ­მა ჯარი­მამ 3 000 ლა­რი შე­ად­გი­ნა.
ანგარიშწორება „გლობალ ტვ“–ის ანტენების გამო?!
July 7, 2012

ანგარიშწორება „გლობალ ტვ“–ის ანტენების გამო?!

ქუთაისში, სადგურ „რიონის“ მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრებლები ზარალის კომპენსაციას ითხოვენ. დაახლოებით სამი კვირის წინ, მაღალი ძაბვის ელექტოენერგიამ მოსახლეობას სატელიტური თეფშები და ელექტროტექნიკა დაუზიანა. მოქალაქეები ფაქტს მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს უკავშირებენ და ენერგოკომპანიისაგან ფინანსურ დახმარებას ითხოვენ. არ არის გამორიცხული საქმემ სასამართლოში გადაინაცვლოს.
წინასაარჩევნოდ გადახურული სახლები?![Video]
July 7, 2012

წინასაარჩევნოდ გადახურული სახლები?![Video]

ქუთაისში, ავტოქარხნის დასახლებაში გოფრირებული თუნუქის ფილების დარიგება დაიწყო. მოსახლეობას ბინების გადასახურ მასალას, ქუთაისის საბინაო სამსახური ურიგებს. სამსახურის უფროსის, კახა ხვარეშიას თქმით, მოსახლეობას ფილები პროგრამა ,,კორპუსის“ ფარგლებში ურიგდება და მას არჩევნებთან კავშირს არ აქვს. ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლების თქმით, პროგრამის ფარგლებში ქალაქის მასშტაბით, 850 000 ლარი დაიხარჯება.
სასწრაფოში დაზარალებული ექიმის დაბრუნების  წინააღმდეგი არ არიან
July 5, 2012

სასწრაფოში დაზარალებული ექიმის დაბრუნების წინააღმდეგი არ არიან

ქუთაისის სასწრაფო დახმარების ექიმის დავით გიორხელიძის მიერ მუშაობის გაგრძელების საკითხი ამ ეტპზე უცნობია. გიორხელიძე პროფესიული მოვალეობის შესრულებისას პაციენტის ახლობლებმა სცემეს, რის შედგადაც მან მარცხენა თვალი დაკარგა.
July 4, 2012

„ნაციონალების“ ფარული აღწერები ქუთაისში და გაცემული დაპირებები [audio]

ქუთაისში, ბინის ამხანაგობების თავმჯდომარეები მოსახლეობის ფარულ აღწერას ახორციელებენ და იქვე დაპირებებსაც იძლევიან.პარალელურად, ამომრჩეველთა პოლიტიკურ სიმპათიებსა და სურვილებსაც იკვლევენ. როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, აღნიშნული დავალება ამხანაგობების თავმჯდომარეებს ქუთაისის მერიის მართვის ტერიტორიულ ორგანოებში ეძლევათ. ეს უკანასკნელნი კი დირექტივას „ნაციონალური მოძრაობისგან“ იღებენ.
ქუთაისის მერიამ სტუდენტთა მსხვილი დამსაქმებლის სტატუსი მოირგო
July 3, 2012

ქუთაისის მერიამ სტუდენტთა მსხვილი დამსაქმებლის სტატუსი მოირგო

სტუდენტთა საზაფხულო დასაქმების პროგრამის ფარგლებში ქუთაისის მერია 1 172 სტუდენტს დაასაქმებს. აღნიშნული პროგრამის ეგიდით ჯამში ქუთაისში 2 000-მდე სტუდენტის დასაქმება იგეგმება, რომლებიც სხვადასხვა ობიექტებზე გადანაწილდებიან.
ქუთაისის მერის მოადგილის პოსტი შესაძლოა გაუქმდეს
July 2, 2012

ქუთაისის მერის მოადგილის პოსტი შესაძლოა გაუქმდეს

ქუთაისის მერიაში ერთ–ერთი ვიცე–მერის თანამდებობა ამდროისთვის ვაკანტურია. აღნიშნული პოსტი მას შემდეგ გათავისუფლდა, რაც მერის მოადგილემ, დავით ანდღულაძემ დაკავებული თანამდებობა დატოვა. newpress–ის ინფორმაციით, გამოთავისუფლებული პოსტი შესაძლოა გაუქმდეს, უფლებამოსილებას კი ირაკლი ჯიქია შეითავსებს.
პოლიტიკით ნაკარნახევი ტერორი ქუთაისის საჯარო სკოლებში
July 2, 2012

პოლიტიკით ნაკარნახევი ტერორი ქუთაისის საჯარო სკოლებში

ქუ­თა­ი­სის საჯარო სკო­ლებში მოს­წავ­ლე­თა და მას­წავ­ლებელ­თა კონ­ტრო­ლის მე­ქა­ნიზ­მები ამოქ­მედ­და. №17-ე, №21-ე, №24-ე, №32-ე და №მე-40 ქუ­თა­ი­სის ის საჯარო სკო­ლებია, სა­დაც და­წე­სებული კონ­ტრო­ლის შე­სახებ მოს­წავ­ლე­თა პი­რა­დი საუბრებიდან ირ­კვე­ვა.
საოჯახო ნივთებს შეწირული შემწეობა
July 2, 2012

საოჯახო ნივთებს შეწირული შემწეობა

ქუ­თა­ის­ში სი­ღა­რიბის ზღვარ­ზე მყოფი ოჯახები სა­არ­სებო შემ­წეობის პროგ­რა­მის ფარ­გლებს გა­რეთ რჩებიან. მა­თი გან­მარ­ტებით, კუთ­ვნი­ლი დახმა­რების შეწყვე­ტა ოჯახის­თვის სო­ცი­ა­ლუ­რად და­უც­ვე­ლი სტა­ტუ­სის შე­ჩე­რებამ გა­მო­იწ­ვი­ა.
რეკონსტრუქცია შედევრიდან ასლამდე
July 2, 2012

რეკონსტრუქცია შედევრიდან ასლამდე

ტაძ­რის შეს­წავ­ლა 2013 წლამ­დე გა­და­ი­დო, თუმ­ცა სპე­ცი­ა­ლის­ტები თავ­დამ­შვი­დების მი­ზეზს ამა­ში ნაკ­ლებად ხედა­ვენ. მა­თი თქმით გა­და­დება მხოლოდ ტექ­ნი­კუ­რი საბაბია და ის არ ნიშ­ნავს ტაძ­რის სი­ა­ში დარ­ჩე­ნას.
სასწრაფოს და პანსიონის შენობები გასაყიდთა სიაში
July 2, 2012

სასწრაფოს და პანსიონის შენობები გასაყიდთა სიაში

ქუ­თა­ი­სის მე­რია სა­კუთ­რებაში არ­სებულ ობიექ­ტებზე უარს ამბობს. საუბარია სას­წრა­ფო დახმა­რების შე­ნობისა და ყოფი­ლი №44 სკო­ლა-პან­სი­ო­ნის შე­ნობის გასხვი­სებაზე. არ­სებული ინ­ფორ­მა­ცი­ით, აღ­ნიშ­ნუ­ლი ობიექ­ტები მე­რი­ამ გა­საყიდად აუქ­ცი­ონ­ზე გა­ი­ტა­ნა.
ეთნიკური უმცირესოებების საჭიროებებზე რეკომენდაციები მუშავდება
June 29, 2012

ეთნიკური უმცირესოებების საჭიროებებზე რეკომენდაციები მუშავდება

საქართველოშო მცხოვრები ეთნოსების საჭიროებების შესახებ შეხვედრა გამართა დღეს ქუთაისში „თანამშრომლობისა და კონსულტაციის ანალიტიკურმა ცენტრმა“. ცენტრი აწარმოებს კვლევას, რათა საბოლოოდ შემუშავდეს რეკომენდაციების პაკეტი, რომელიც სახელმწიფო ინსტიტუციებს დაეგზავნებათ.
ქუთაისში გარდაცვლილი პაციენტის ახლობლებმა ექიმები სცემეს
June 29, 2012

ქუთაისში გარდაცვლილი პაციენტის ახლობლებმა ექიმები სცემეს

ქუთაისში, გარდაცვლილი პაციენტის ახლობლებმა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმი და ექთანი სცემეს. შემთხვევა 29 ივნისს, ქუთაისში, ასათიანის #145–ში მცხოვრებ ჩეჩელაშვილების ოჯახში მოხდა, სადაც სასწრაფო დახმარების ბრიგადა ჩეჩელაშვილებმა 84 წლის ქალბატონის დასახმარებლად გამოიძახეს.
ბაღდათელ დევნილებს ახალი ფართები საავადმყოფოს ყოფილ შენობაში შესთავაზეს
June 29, 2012

ბაღდათელ დევნილებს ახალი ფართები საავადმყოფოს ყოფილ შენობაში შესთავაზეს

ბაღდათში, კომპაქტურ ცენტრებსა და კერძო ოჯახებში მცხოვრებ დევნილებს ახალ საცხოვრებელ ფართებს საავადმყოფოს ყოფილ შენობაში სთვაზობენ. დევნილების მხრიდან თანხმობის შემთხვევაში, საავადმყოფოს ყოფილი შენობის რეკონსტურქცია დაიწყება, რომელიც 150–მდე დევნილ ოჯახზე იქნება გათვლილი.ხელისუფლების წარმომადგნელებმა დევნილებს ახალ შეთავაზებაზე მოსაფიქრებლად 10–დღიანი ვადა მისცეს.
მაღალხარისხოვანი ჟურნალისტიკა ეთიკის ჩარჩოში
June 28, 2012

მაღალხარისხოვანი ჟურნალისტიკა ეთიკის ჩარჩოში

იმერეთსა და ქუთაისში ეთიკური ჟურნალისტიკის კუთხით არსებული პრობლემები და მოქალაქეების დარწმუნება მაღალხარისხოვანი ჟურნალისტიკის აუცილებლობაში - ასეთია ის საკითხები, რომლებზეც ქუთაისში, ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს წევრებმა იმსჯელეს.
საქართველოში გაზიფიცირებისთვის განვადება ამოქმედდება
June 28, 2012

საქართველოში გაზიფიცირებისთვის განვადება ამოქმედდება

საქართველოს მოსახლეობას 1 ივლისიდან გაზიფიცირებულ ქსელზე განვადებით მიერთება შეეძლება. ახალი ინიციატივა ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ კომისიას ეკუთვნის. გაზიფიცირებულ ქსელზე მოსახლეობის მიერთების ახალი წესი სემეკმა 2012 წლის 28 ივნისის #5 დადგენილების თანახმად შეიმუშავა.
გიორგი თარგამაძემ ქუთაისელ სტუდენტებს განათლების დაფინანსების ახალი პროექტი გააცნო
June 28, 2012

გიორგი თარგამაძემ ქუთაისელ სტუდენტებს განათლების დაფინანსების ახალი პროექტი გააცნო

უმაღლესი განათლების დაფინანსების ახალი პროექტი წარადგინა „ქრისტიან - დემოკრატიულმა მოძრაობამ“ ქუთაისში, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში. პროექტის მიხედვით, სტუდენტებისთვის სწავლა უფრო ადვილი და ხელმისაწვდომი უნდა გახდეს.
“სამოქალაქო აქტივობის დონემ იმერეთში  92 %–ს მიაღწია”
June 28, 2012

“სამოქალაქო აქტივობის დონემ იმერეთში 92 %–ს მიაღწია”

ქუთაისის ,,განათლების, განვითარებისა და დასაქმების ცენტრის“ ინფრმაციით, იმერეთის რეგიონში სამოქალაქო აქტივობის დონემ უმაღლეს მაჩვენებელს მიაღწია. ორგანიზაციამ დღეს ქუთაისში, სასტუმრო ,,რჩეული პალასში“ „სამოქალაქო განათლების და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის“ შემაჯამებელი პრეზენტაცია გაიმართა.