|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

12 სექტემბერს ქუთაისსა და იმერეთის მუნიციპალიტეტებს ელექტროენერგია შეეზღუდება

სს ენერგო-პრო ჯორჯიას ელექტროგამანაწილებელ ქსელში დაგეგმილი პროფილაქტიკური და სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეუწყდება:

ქუთაისი. 12 სექტემბერს 06:00-იდან 09:00 საათამდე და 15:00-და 17:00 საათამდე - 5279აბონენტს ქუთაისში ნიკეას ქუჩაზე. 06:00-იდან 09:00 საათამდე - 1630 აბონენტს ასათიანის,ი. ჭავჭავაძის, ნინოშვილის, სოხუმის და მიმდებარე ქუჩებზე. 06:00-იდან 09:00 საათამდე - 220 აბონენტს გუგუნავას, ჭავჭავაძის, ასათიანის, თოფურიას ქუჩებზე. 13:00-იდან 15:00 საათამდე - 1148 აბონენტს ლეონიძის, გრ. აბაშიძის, ახალგაზრდობის, რაზმაძის, დეპოს დამიმდებარე ქუჩებზე. 13:00-იდან 15:00 საათამდე - 1098 აბონენტს ბალანჩივაძის,ბაგრატიონის, გოგოლის, ჩოდრიშვილის და მიმდებარე ქუჩებზე.

 

წყალტუბო. 12 სექტემბერს 13:00-იდან 16:00 საათამდე - 306 აბონენტს ვარციხჰესისდასახლებაში. 13:00-იდან 16:00 საათამდე - 1722 აბონენტს სოფლებში გეგუთი, ზედამესხეთი, უკანეთი. 13:00-იდან 16:00 საათამდე - 656 აბონენტს პატრიკეთში და ოფშკვითში.

 

სამტრედია. 12 სექტემბერს 07:00-იდან 12:00 საათამდე - 3729 აბონენტს სოფლებშისაჯავახო, გორმაღალი, ოფეთი, დაფნარი და მიმდებარე სოფლები. 11:00-იდან 11:15 საათამდე და 17:45 საათიდან 18:00 საათამდე - 1530 აბონენტს სოფლებში გამოჩინებული,ნოღა, ტოლები, საჯავახო და მიმდებარე სოფლებში. 11:00-იდან 18:00 საათამდე - 281აბონენტს სოფელ გორმაღალში და ზემო ნოღაში.

 

ბაღდათი. 12 სექტემბერს 11:00-იდან 11:15 საათამდე და 16:45 საათიდან 17:00 საათამდე - 1415 აბონენტს ქ. ბაღდათში რუსთაველის, წერეთლის, კოსტავას, თოდაძის და მიმდებარექუჩებზე. 11:00-იდან 17:00 საათამდე - 309 აბონენტს თამარ მეფის, ჯავახიშვილის, შანიძის,ბაგრატიონის და მიმდებარე ქუჩებზე. 10:00-იდან 17:00 საათამდე - 691 აბონენტს დიმში დაპირველ ობჩაში.

 

ვანი. 12 სექტემბერს 15:00-იდან 15:15 საათამდე და 16:45-დან 17:00 საათამდე - 1304აბონენტს სოფლებში ძულუხი, დიხაშხო, სულორი. 15:00-იდან 17:00 საათამდე - 84 აბონენტსსულორში.

 

ხონი. 12 სექტემბერს 10:30 საათიდან 18:00 საათამდე - 105 აბონენტს სოფელ დედალაურში.

 

ჭიათურა. 12 სექტემბერს 14:10 საათიდან 18:10 საათამდე - 660 აბონენტს სოფლებში რგანი,ხრეითი, ნავარძეთი.

 

საჩხერე. 12 სექტემბერს 13:00 საათიდან 15:00 საათამდე - 1 აბონენტს სოფელ სხვიტორში.

 

ტყიბული. 12 სექტემბერს 12:00-იდან 18:30 საათამდე - 1132 აბონენტს სოფლებში მუხურა,რცხილათი.

 

ამბროლაური. 12 სექტემბერს 12:00-დან 12:10 საათამდე და 17:50-იდან 18:00 საათამდე - 2360 აბონენტს ნიკორწმინდში, ჭელიაღელეში, კაჩაეთში, თლუღში და მიმდებარე დამიმდებარე სოფლებში. 12:00-დან 18:00 საათამდე - 355 აბონენტს სოფლებში წკადისი,სხარტალი, კვირიკეწმინდა, ველევი, ბეთლევი. 12:15-დან 17:00 საათამდე - 223 აბონენტსსპფლებში თხმორი, ზემო შავრა, ნამანევი. 12:00-დან 17:00 საათამდე - 626 აბონენტსსოფლებში კრიხი, ახალსოფელი,ზემო კრიხი, სხვავა, ფუტიეთი.

 

ონი. 12 სექტემბერს 11:15-იდან 12:00 საათამდე - 554 აბონენტს სოფლებში სორი დაშარდომეთი. 11:15-იდან 18:00 საათამდე - 89 აბონენტს მრავალძალში.

 

სამუშაოების დასრულებისთანავე მომხმარებელთა ენერგომომარაგება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.

 

 

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 33.65%
გაუარესდა - 52.88%
არ შეცვლილა - 13.46%
სულ - 104 ხმა