|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

17.00 საათის მდგომარეობით, ქუთაისში ამომრჩევლის აქტოვობა 28,51 პროცენტს შეადგენს

17.00 საათის მდგომარეობით კონსტიტუციური უფლებით ამომრჩევლის მხოლოდ 28,51 პროცენტმა ისარგებლა.

თავისი არჩევანი ამ დროისათვის 43 493 ამომრჩეველმა გააკეთა, ამის შესახებ #59 საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ ავთანდილ ოსეფაიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.

არსებული მონაცემებით, მიმდინარე არჩევნები აქტივობის მაჩვენებლით აღემატება წინა თვითმმართველობის არჩევნების შედეგს, თუმცა, გასული წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგებთან მიმართებაში, აქტივობა შემცირებულია.

2014 წლის თვიღმმართველობის არჩევნებზე ამომრჩევლიას აქტივობა 17 სთ-ის მონაცემებით 23,63%-ს შეადგენდა - 36 280 ამომრჩევლით, 2016 წლის  საპარლამენტო არჩევნებზე კი ამ დროისათვის ხმა  55 117 აღას ამომრჩეველ ქონდა მიცემული, რაც საერთო ამომრჩევლის 34,08%-ს შეადგენს.

ამ დროისათვის  საჩივრების რაოდენობა 9-მდე გაიზარდა. არსებულ საჩივრებს გადასატან ყუთთან და კენჭისყრის პროცედურის დარღვევასთან დაკავშირებული საჩივრები დაემატა.

ავტორი: ირინა მაკარიძე

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა