|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

20 წლამდე გოგო, რომელიც მდინარიდან ამოიყვანეს, კლინიკაშია გადაყვანილი

 20 წლამდე გოგო, რომელიც მაშველებმა მდინარე ძუსადან ამოიყვანეს, კლინიკა „თერჯოლამედშია“ გადაყვანილი.

არსებული ინფორმაციით, მას საჭირო სამედიცინო დახმარება გაეწია და მის სისცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

დამატებით კომენტარს მედიკოსები ამ დროისთვის არ აკეთებენ.

ის ერთ-ერთია ოთხი ადამიანიდან, რომელიც მდინარეში მეგობრის დასახმარებლად შევიდა. მისი გადარჩენა მაშველებმა შეძლეს. ოთხი ადამიანი, მათ შორის სამი სკოლის მოსწავლე და ასაკოვანი მამაკაცი მშველებმა გარდაცვლილი იპოვეს.

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.31%
გაუარესდა - 51.96%
არ შეცვლილა - 13.73%
სულ - 102 ხმა