|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

3 აპრილს ქუთაისში დასაქმების ფორუმი გაიმართება

3 აპრილს, 14:00-16:00 საათამდე ქუთაისში დასაქმების ფორუმი გაიმართება. ფორუმზე 35 კომპანია 350 ვაკანსიას წარმოადგენს. 

ღონისძიებაში პირველად მონაწილეობას მიიღებენ საგანმანათლებლო დაწესებულებები. 

მოეწყობა გამოფენა, სადაც აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ქუთაისის უნივერსიტეტი, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი და პროფესიული კოლეჯები საკუთარ სასწავლო კურსებსა და ფაკულტეტებს აბიტურიენტებს და სწავლით დაინტერესებულ პირებს გააცნობენ.  

ფორუმი ჩატარდება მისამართზე - ქუთაისი, სასტუმრო ,,ქუთაისი ინნ’’, მის: დავით აღმაშენებლის გამზირი N2. მონაწილეობა უფასოა.

 

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.31%
გაუარესდა - 51.96%
არ შეცვლილა - 13.73%
სულ - 102 ხმა