|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

31 მარტის საქართველოს დამოუკიდებლობის რეფერენდუმის დღეა

  1991 წლის 31 მარტს საქართველოში  ჩატარდა რეფერენდუმი სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის საკითხზე.  კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღო ამომრჩეველთა 90-მა პროცენტმა და მათგან 98 პროცენტმა დამოუკიდებლობას მისცა ხმა. ეს იყო უკანასკნელი რეფერენდუმი, რომელიც ჩატარდა საქართველოს მთელ ტერიტორიაზე - აფხაზეთისა და სამაჩაბლოს ჩათვლით.

რეფერენდუმის კითხვა  იყო : "თანახმა ხართ თუ არა, აღდგეს საქართველოს სახელმწიფოებრიობა 1918 წლის 26 მაისის დამოუკიდებლობის დეკლარაციის შესაბამისად?"   
 რეფერენდუმის მნიშვნელობა ასახულია კონსტიტუციაში, რომლის  თანახმად: "საქართველო არის დამოუკიდებელი, ერთიანი და განუყოფელი სახელმწიფო, რაც დადასტურებულია 1991 წლის 31 მარტს ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე, მათ შორის აფხაზეთის ასსრ-ში და ყოფილ სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში ჩატარებული რეფერენდუმით და 1991 წლის 9 აპრილის საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტით".

   რეფერენდუმი საქართველოს პრეზიდენტმა ზვიად გამსახურდიამ  ჩაატარა. 31 მარტი ამასთანავე ზვიად გამსახურდიას დაბადების დღეა.  

 

 


   

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 33.65%
გაუარესდა - 52.88%
არ შეცვლილა - 13.46%
სულ - 104 ხმა