|
  • EUR 1 = GEL 3.805
  • USD 1 = GEL 3.2295
|

ადას ნაცვლად "ჩემი ცისანა" - "პატრიოტთა ალიანსმა" საარჩევნო სია წარადგინა

"პატრიოტთა ალინსის" ლიდერები ქუთაისში ცენტრალურ მოედანზე მხარდამჭერებს შეხვდნენ და მათ სამოქმედო პროგრამა გააცნეს. ირმა ინაშვილმა და დავით თარხან-მოურავმა ქვეყნის გადარჩენის მათეული გეგმა წარადგინეს.

დღესვე პარტიის ლიდერებმა ქვეყნის მასშტაბით მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარადგინეს. ქუთაისის მანდატის მოპოვებას ნონა ასათიანი შეეცდება. პარტიის ლიდერი ირმა ინაშვილი, როგორც უკვე ცნობილია,  ნაძალადევში იბრძოლებს. 

პარტიამ ქუთაისში საარჩევნო სიის პირველი 25 წევრიც დაასახელა. აღნიშნულ სიაში არ არიან დავით თარხან მოურავი და ადა მარშანია. სამაგიეროდ, სიაში  მოხვდა ჯემალ სეფიაშვილის   "ჩემი ცისანა".

„პატრიოტთა ალიანსის“ საარჩევნო სია ასეთია: 1. ირმა ინაშვილი; 2. გიორგი ლომია; 3. გოჩა თევდორაძე; 4. ავთანდილ ენუქიძე; 5. ზაზა (გელა) მიქაძე; 6. ნანა დევდარიანი; 7. ფრიდონ ინჯია; 8. დავით ზილფიმიანი; 9. ცისანა სეფიაშვილი; 10. მერაბ ჭიქაშვილი; 11. გურამ ნიკოლაიშვილი; 12. მარინა მოლოდინი; 13. ვახტან ყოლბაია; 14. სამველ პეტროსიანი; 15. ეკა მირიანაშვილი; 16. არჩილ ლეკიშვილი; 17. ბესიკ ცქიფურიშვილი; 18. ანი კიკნაძე; 19. დავით გიორგობიანი; 20. მარიამ ბათირიშვილი; 21. მაია კუტუბიძე; 22. გოდერძი ამაშუკელი; 23. თომა ხაბეიშვილი; 24. მახირ უსუბოვი; 25. ტატიანა მარტინენკო.

შეგახსენებთ, პარტიის ღონისძიებას დღეს ქუთასიში ინციდენტების გარეშე არ ჩაუვლია. პარტიის მხარდამჭერებს რუსული ბორშით დახვდნენ,  ამასთან,  სამოქალაქო აქტივისტები მათ სიტყვიერად დაუპირისპირდნენ პარტიის პოლიტიკაშზე განმარტებები მოითხოვეს. პარტილს ლიდერს გიორგი ლომიასა და აქტივისტებს შორის  დაპირისპირების განსამუხტად პოლიციის ჩარევა გახდა საჭირო.

ავტორი: ნიუპრესი

როგორ აფასებთ ქუთაისის მერიის საქმიანობას?

დადებითად - 41.18%
უარყოფითად - 49.02%
მიჭირს პასუხის გაცემა - 9.8%
სულ - 102 ხმა