|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

აქვს თუ არა პოლიციას ღია სივრცეში პირბადის უქონლობის გამო მოქალაქის დაჯარიმების უფლება?

იურისტი ირაკლი ღლონტი აცხადებს, რომ პოლიციას არ აქვს უფლება ადამიანები ღია სივრცეში პირბადის უქონლობის გამო დააჯარიმოს. მისი თქმით, თავად არ აპირებს უკანონო ჯარიმის გადახდას და მზად არის სხვებსაც დაეხმაროს. 

 

"პირბადის საჯარო ღია სივრცეში გამოყენებას არ გვავალდებულებს საქართველოს კანონმდებლობა, მიუხედავად ამისა, მე ხშირ შემთხვევაში მაინც ვატარებას მას, თუმცა მქონდა შემთხვევა, რომ დილის 8 საათზე საცხოვრებელ სახლთან მომიწია ჩასვლა, სადარბაზოსთან 1 წუთით უნდა შევხვედროდი მეგობარს. თან არ მქონდა პირბადე. მომიახლოვდა პატრული და გაფრთხილების გარეშე გამომიწერეს ჯარიმა.

  1. პოლიცია არღვევს კანონს, რადგან ადმ. სამართალდარღვევათა კოდექსი ჯარიმას ითვალისწინებს დახურულ საჯარო სივრცეში პირბადის გამოუყენებლობის შემთხვევაში;
  2. სამწუხაროდ პოლიცია არ ითვალისწინებს მოქალაქეთა უმძიმეს სოციალურ მდგომარეობას (ჯარიმა უკანონოა, რომც ასე არ იყოს არსებობს გაფრთხილების შესაძლებლობაც და ამ ტოტალური უმუშევრობის და გაჩერებული ეკონომიკის პირობებში სამართლიანი იქნებოდა ერთჯერადად გაფრთხილების გამოყენება );

მინდა ვუთხრა საპატრულო პოლიციის მენეჯმენტს, რომ ა. მასიურად არღვევენ კანონს;

ბ. მოსახლეობის დიდ ნაწილს ის 20 ლარიც არ აქვს;

გ. უფრო და უფრო აზიანებენ ქართული პოლიციის ავტორიტეტს;

P.S. ყველ ნაცნობ თუ უცნობ მოქალაქეს გატყობინებთ, რომ მზად ვარ უანგაროდ დაგეხმაროთ ადმინისტრაციული საჩივრის მომზადებაში. ცხადია მე არ ვაპირებ ამ უკანონო ჯარიმის გადახდას, ორშაბათს გიპასუხებთ სამართლებრივად !" -წერს ირაკლი ღლონტი სოციალურ ქსელში.  

 შეგახსენებთ, საჯარო სივრცეში პირბადის ტარების წესის დარღვევისთვის, ფიზიკური პირის დაჯარიმების შესახებ ცვლილებები ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა და სისხლის სამართლის კოდექსებში შევიდა, ხოლო პირბადეების გარე სივრცეში ტარების შესახებ რეკომენდაცია მთავრობამ მიიღო. 

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა