|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"არ გამოვრიცხავთ, მასალა "ნაციონალური მოძრაობის" მიერ იყოს დამონტაჟებული"

"ქართული ოცნების" ქუთაისის ორგანიზაციაში "ნაციონალურ მოძრაობას" პასუხობენ. მათი თქმით, მასალების ავთენტურობასთან დაკავშირებით გარკვეული კითხვის ნიშნები ჩნდება და არ გამორიცხავენ მასალა მონტაჟი იყოს.  

"ნაციონალური მოძრაობის" მიერ გავრცელებულ კადრებზე "ქართული ოცნება" პასუხისმგებლობას ვერ აიღებს, რადგან აღნიშნული მასალის ავთენტურობასთან დაკავშირებით გარკვეული ტიპის კითხვები არსებობს. არ გამოვრიცხავთ, რომ მასალა თავად "ნაციონალური მოძრაობის" მიერ იყოს დამონტაჟებული, რადგან მათ ამის დიდი პრაქტიკა აქვთ. "ქართული ოცნების" ხელისუფლება არის ძალა, რომელიც ატარებს დემოკრატიულ არჩევნებს და არ სარგებლობს ოპონენტების ნაცადი მეთოდებით. რაც შეეხება გაყალბებას, ამ მეთოდით ,,ქართულ ოცნებას“ არც ერთ არჩევნებზე არ უმოქმედია. ჩვენ პატივს ვცემთ ჩვენი მოქალაქეების არჩევანის თავისუფლებას. გაყალბების შემთხვევაში, მეორე ტურის საჭიროება ნამდვილად არ დადგებოდა. ,,ქართულმა ოცნებამ“ არჩევნები ქუთაისში სამართლიან და დემოკრატიულ გარემოში ჩაატარა. ასეთივე იქმება მეორე ტურიც, სადაც ჩვენ დამაჯერებელ შედეგს დავდებთ,“-განმარტავენ  "ქართული ოცნების" ქუთაისის შტაბში.

შეგახსენებთ, "ნაციონალურმა მოძრაობამ" 'ქართული ოცნება" არჩვნების გაყალბებაში დაადანაშაულა და კადრები გამოაქვეყნა.

 

"ნაციონალური მოძრაობა" ქუთაისში არჩევნების გაყალბების ვიდეო ჩანაწერებს ასაჯაროვებს

 

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 33.65%
გაუარესდა - 52.88%
არ შეცვლილა - 13.46%
სულ - 104 ხმა