|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"არ გავფიცულვართ, უბრალოდ, ვეღარ ვმუშაობთ"- მძღოლები დღეს მერიის წარმომადგენლებს შეხვდებიან

ამ დროისათვის გაფიცულ მძღოლებსა და მერიას შორის ერთადერთი შეთანხმება შედგა. მძღოლების ნაწილის პროტესტის მიუხედავად, გაფიცულთა რამდენიმე წარმომადგენელი  ადგილობრივ ხელისუფლებას  შეხვდება.

დღეს მერიაში, 18 საათისათვის  დაგეგმილ შეხვედრაზე იმ პრობლემეზე ისაუბრებენ, რის გამოც ქალაქში მოძრავი საზოგადოებრივი ტრანსპორტის მძღოლები გაიფიცნენ.

მძღოლები  თვითმმართველობაში მისვლას გეგმავენ, თუმცა აცხადებენ, რომ ტარიფის გაძვირების მოთხოვნას არ შეცვლიან. ნმათი თქმით, ვიდრე მგზავრობა 10 თეთრით არ გაძვირდება, ისინი მუშაობას არ დაიწყებენ.

"არავითარ შემთხვევაში არ დავიწყებთ მუშაობას, თუ ჩვენი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება. ვაცლით, რას გვეტყვიან და რა მოლაპარაკება იქნება.  დაპირებებით ვეღარ მოგვატყუებენ და ჩვენ არ დავიწყებთ მუშაობას.  არ გავფიცულვართ რაღაც მოთხოვნების გამო, უბრალოდ, ვეღარ ვმუშაობთ"-აცხადებენ მძღოლები.

ქალაქის ვიცე-მერის კონსტანტინე ქავთარაძის განცხადებით, ქუჩაში ყოფნით საკითხი არ მოგვარდება და ორივე მხარე დაზარალებული დარჩება.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 33.65%
გაუარესდა - 52.88%
არ შეცვლილა - 13.46%
სულ - 104 ხმა