|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში გაფიცულ მძღოლებს მერიის წარმომადგენლები შეხვდნენ [VIDEO]

ქუთაისში წითელ ხიდთან შეკრებილ გაფიცულ მძღოლებს ქალაქის მერის მოადგილე კოტე ქავთარაძე, ეკონომიკის სამსახურის უფროსი პაატა კლდიაშვილი, ასევე ტრანსპორტის განყოფილების უფროსი ცხვედიანი შეხვდენ.

ისინი მძღოლებს სთავაზობენ გამოყონ მათი წარმომადგენლები, რომლებიც მათთან ისაუბრებენ კაბინეტში და არა ქუჩაში.

კოტე ქავთარაძის განცხადებით, ამ სიტუაციით ზარალდება ქალაქი და ვერცერთი მხარე ამით სარგებელს ვერ მიიღებს, ამიტომ კარგი იქნება თუ ამ საკითხებზე კონსტრუქციულ მოლაპარაკებას გამართავენ. 

ვიცე-მერის შეთავაზებაზე მძღოლებმა უარი განაცხადეს. მათი თქმით, ამ საუბრებს არავითარი აზრი არ აქვს, რადგან მერია მათ ულტიმატუმებით ესაუბრება და იმ ბერკეტების გამოყენებით ემუქრება, რომელიც მას აქვს. მათი თქმით, უკმაყოფილება გამოიწვია შოთა მურღულიას სატელევიზიო გამოსვლამ, სადაც მან თქვა, რომ მძღოლების გაფიცვის შემთხვევაში მათ აქვთ იმის შესაძლებლობა, რომ სხვა კომპანიები დაასაქმონ და ქალაქში ტრანსპორტის გაჩერება თავიდან აიცილონ.

მგზავრების ნაწილი უკმაყოფილებას გამოთქვამს მოსალოდნელი  გაძვირების შესახებ. მათი განცხადებით, ქუთაისი პატარა ქალაქია და თბილისის ფასებით აქ ვერ იმუშავებენ. 

 

 

 

 მძღოლებმა აქციაზე მისულ ერთ-ერთ არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელს ტერიტორიის დატოვება მოთხოვეს. 

 

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 33.65%
გაუარესდა - 52.88%
არ შეცვლილა - 13.46%
სულ - 104 ხმა