|
  • EUR 1 = GEL 3.2784
  • USD 1 = GEL 2.9688
|

"არა მგონია, ზაალ ჩაჩავას "ჰუალინგი" ეხსენებინა“ - კომპანიაში "ტორპედოსთან" კავშირს უარყოფენ

"ჰუალინგ ქუთაისის" წარმომადგენლის ქუთაისში ზაზა ნუცუბიძე კატეგოტიულად უარყოფს რომ ჰუალინგს ქუთაისის ტორპედოსთან და ჩაალ ჩაჩავასთან რაიმე შემხებლობა ქონდა.

მისი თქმით, სიმართლეს არ შეეფერება, რომ ჰუალინგი რაიმე ფორმით დაკავშირებული იყო ქალაქის საფეხბურთო კლუბ "ტორპედოსთან" და მის დახმარებას, ან სპონსორობას გეგმავდა.

 „ჰუალინგთან "ტორპედოს" ნუ აკავშირებთ, არანაირი კავშირი ჰუალინგს "ტორპედოსთან, არც სოციალური, არც ბიზნეს და არც არანაირი ტორპედოსთან არ აქვს, ეს არის ერთმნიშვნელოვანი, ამ თემასთან ნუ დაგვაკავშირებთ, არა მგონია,  ჩაჩავას ჰუალინგი  ეხსენებინა“, - განაცხადა ზაზა ნუცუბიძემ.   

მისი განცხადებით, ჰუალინგს ქუთაისში სხვა პროექტი, გარდა იმისა, რომ ადამიანები დაასაქმოს, არ აქვს.

„ამ დროისათვის „ჰუალინგს ქუთაისში“ გარდა იმისა რასაც ინდუსტრიული ზონა და ხალხის დასაქმების მცდელობა, ინვესტიციების მოზიდვა და ბიზნესის განვითარება ქვია, ამის გარდა სხვა დამატებითი პროექტები არ ხორციელდება“, -განაცხადა ზაზა ნუცუბიძემ "ნიუპრესთან" საუბარში.

 შეგახსენებთ, "ტორპედოს" ქუთაისის მერიისათვის დაბრუნების პროცესი მიმდინარეობს, ზაალ ჩაჩავა ვალს არ აღიარებს, რის გამოც მერია სასამართლოს მიმართავს. ზაალ ჩაჩავა "ტორპედოში" შექმნილ ფინანსურ კრიზისის მიზეზად პოტენციური სპონსორის - "ჰუალინგის" მხრიდან ხელშეკრულების შეწყვეტას ასახელებს.

 

 

ავტორი: ნიუპრესი

უნდა აიღონ თუ არა ქუთაისში კიკვიძის ძეგლი?

კი - 46.55%
არა - 45.05%
არ იცი - 8.41%
სულ - 333 ხმა